თბილისის საქალაქო სასამართლო ორ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თბილისის საქალაქო სასამართლო ორ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა image

თბილისის საქალაქო სასამართლო ორ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საჯარო მოხელეთა ასოციაციის ეგიდით უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა საჩუქრები გადაეცათ. სოზაშვილების ექვსსულიანი ოჯახი ავჭალაში მდებარე ერთ-ერთ შენობაშია შესახლებული, სადაც არ არის არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები. სასამართლოს თანამშრომლებმა სოზაშვილების ოჯახს, რომელსაც ელექტროენერგია უკვე რვა თვეა არ მიეწოდება, პროდუქტებთან ერთად, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი გადასცეს და ადგილზე დაუმონტაჟეს. ღონღაძეების ცხრასულიან ოჯახს, რომელიც ძირითადად მცირეწლოვანი ბავშვებისაგან შედგება, სასამართლოს თანამშრომლებმა, მათი საჭიროების გათვალისწინებით, ბავშვებისათვის აუცილებელი საკვები პროდუქტები და მოვლის საშუალებები მიუტანეს. ასევე, ზამთრის სიცივესთან გასამკლავებლად, ორივე ოჯახს თბილი საბნები, პლედები, ბალიშები და თეთრეული გადაეცათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით, სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაცია სამომავლოდ, კვლავ გაუწევს დახმარებას მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

რეკომენდებული პროექტები: