ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მადლობა ლიბერთი ბანკს

ქველმოქმედება საქართველოში
6 თვის წინ
ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლია, სადაც აღსაზრდელებს ყველანაირი პირობები აქვთ შექმნილი სრულფასოვანი განვითარებისათვის. უამრავ თანამოქალაქეს შეაქვს თავისი წვლილი ამ დიად საქმეში. ისინი ხშირად გვსტუმრობენ, ჩუქნიან საჩუქრებს და მეგობრობენ ბავშვებთან. 
დღეს, გვსურს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ, ჩვენს პარტნიორს – "ლიბერთი ბანკს".  2016 წლიდან ბანკმა საკუთარ თავზე აიღო ჩვენი მცირე საოჯახო სახლების კომუნალური გადასახადების დაფარვა! ისინი 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარის და ბავშვთა სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებულ ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულიად ანაზღაურებენ, ეს ძალიან დიდი ქველმოქმედება და უდიდესი მხარდაჭერაა.
ჩვენ გვსურს სხვა ორგანიზაციებმაც აიღონ მაგალითი და ჩაერთონ ამ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში - ბავშვებზე ზრუნვაში! 
ჩვენი და ჩვენი აღსაზრდელების სახელით უდიდეს მადლობას ვუცხადებთ "ლიბერთი ბანკს"!
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახი ტიპის სახლები) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.

რეკომენდებული პროექტები: