ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბიძინა ივანიშვილი თავის ხელფასს რიცხავს ქველმოქმედებისთვის

ქველმოქმედება საქართველოში
წლის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ხელფასს ურიცხავს სხვადასხვა ფონდებს გაჭირვებულთა დასახმარებლად, _ გვაცნობა მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მისი სიტყვებით, პრემიერს ყოველთვიურად ერიცხება ხელფასი 4 500 ლარის (დაახლოებით 2,7 ათასი დოლარის) ოდენობით, საგადასახადო გამოქვითვების გარეშე.

„იგი ყოველთვიურად რიცხავს თავის ხელფასს სხვადასხვა ფონდებში, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ონკოავადმყოფების დახმარების ფონდები და სხვა. მას შემდეგ, რაც იგი გახდა პრემიერი, არცერთხელ  არ აუღია ხელფასი“, - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დაიკავა 229-ე ადგილი Forbes-ის მილიარდერების სიაში და მისი ქონება შეადგენს 5,3 მილიარდ დოლარს.


რეკომენდებული პროექტები: