პრივატბანკმა (საქართველო) საახალწლო საჩუქრები გადასცა დევნილ ბავშვებს ფოთში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პრივატბანკმა (საქართველო) საახალწლო საჩუქრები გადასცა დევნილ ბავშვებს ფოთში image

პრივატბანკმა (საქართველო) საახალწლო საჩუქრები გადასცა დევნილ ბავშვებს ფოთში

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

პრივატბანკმა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გამართა ფოთში. ბანკირებმა აფხაზეთის ფინანსთა მინისტრ ვასილ ხორავასთან ერთად ფოთში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვებს ისე გაუხარდათ საჩუქრები - ტკბილეული, სათამაშოები, საკანცელარიო საქონელი, რომ გარს შემოერტყნენ მინისტრსა და "ფოთი 3"-ის განყოფილების ხელმძღვანელს გიორგი ხომერიკს, რომელიც ამ საქველმოქმედო აქციაში ბანკს წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ფოთის მერი ბ-ნი დავით სარსანია, რომელმაც აღნიშნა, რომ ბანკირები გეგმავენ ასეთი აქციების სისტემატურად გამართვას.

წყარო: საქართველოში PrivatBank -ის პრეს-სამსახური


რეკომენდებული პროექტები: