საქართველოში დაიწყო საქველმოქმედო აქცია SOCAR-ი
კომპანია SOCAR-ი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) გაზით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი რელიგიური კონფესიის სტრუქტურების კუთვნილ ობიექტებს.
მათ რიცხვში შედის 200-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი და სინაგოგა მთელ საქართველოში. ისინი მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ გაზს.
როგორც Взгляд.az გვატყობინებს ГНКР საიტზე დაყრდნობით, ამ საქველმოქმედო აქციის რეალიზაციაზე SOCAR-ი მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და SOCAR-ის მეთაურს როვგან აბდულაევს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ.