საქველმოქმედო აქცია "ჩემი ოჯახის კლინიკამ" სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარ "უზრუნველ სიბერეში" გამართა. „უზრუნველი სიბერის“დირექტორის, ლეილა ბოქოლიშვილის თქმით, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მიერ გაწეული დახმარება მოხუცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან კომპანიის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ჩემი ოჯახის კლინიკას" "უზრუნველ სიბერეში" მყოფი მოხუცებისთვის გაწეული დახმარებისთვის. მერწმუნეთ, ეს თანადგომა მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ კომპანია მუდმივად არის ჩართული ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რაც ერთიორად ზრდის მის ავტორიტეტს. აქ, ამ პანსიონატში არის საზოგადოების ის ფენა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ჩვენი ყურადღება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, მზრუნველობა არ მოვაკლოთ მათ", –ამბობს ლეილა ბოქოლიშვილი. "ჩემი ოჯახის კლინიკის" პრეს სამსახურის უფროსის, თეონა ლალიაშვილის განცხადებით, „ჩემი ოჯახის კლინიკა“ მომავალშიც გააგრძელებს
"უზრუნველი სიბერის"
მხარდაჭერას და იქ მყოფ მოხუცებს პერიოდულად გაუწევს დახმარებას. "როგორც მოგეხსენებათ, „ჩემი ოჯახის კლინიკა“ მუდმივად ატარებს უფასო გამოკვლევებს ხანდაზმულებისთვის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, დევნილებისთვის. ხშირად დავდივართ მათთან მოსანახულებლად და ვასაჩუქრებთ სხვადასხვა სახის ნივთებითა თუ მედიკამენტებით. ამჯერად ჩვენმა კლინიკამ საქველმოქმედო აქცია გამართა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მდებარე სათნოების სახლ „უზრუნველ სიბერეში“ მყოფი მოხუცებისთვის. აქციის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. მომავალში გეგმაში უამრავი საინტერესო პროექტი გვაქვს. „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ზრუნავს როგორც მოზარდების, ასევე უფროსი თაობის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე", –განაცხადა თეონა ლალიაშვილმა.