რუსთაველმა ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რუსთაველმა ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს image

რუსთაველმა ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

25 თებერვალს, რუსთავის მერიის მოედანზე, რუსთაველმა ახალგაზრდებმა, 19 წლის სტუდენტის, ნანი კოხაჩიურის გადასარჩენად საქველმოქმედო აქცია გამართეს. ნანიკო არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და ესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია – ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

დაგეგმილ ღონისძიებაში, რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობა მიიღეს კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანებმაც.

ახალგაზრდებმა აქციისთვის დაამზადეს პოსტერები, გაავრცელეს ფლაერები და მოაწყვეს მინი აქცია–კონცერტი.

ღონისძიების ბოლოს, გადაიღეს პატარა ვიდეო–რგოლი, სადაც მოუწოდეს მოქალაქეებს აქტიურად ჩაებან საქველმოქმედო აქციაში ნანი კოხიჩიურის დასახმარებლად.

ვიდეო  განთავსდება ნანიკოს გვერდზე ინტერნეტში, ხოლო აქციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მის ანგარიშზე.


რეკომენდებული პროექტები: