ვანო ჯავახიშვილის სტუმრობა ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვანო ჯავახიშვილის სტუმრობა ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ image

ვანო ჯავახიშვილის სტუმრობა ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“

წლის წინ
სიახლეები

ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ მოულოდნელად ყველასათვის საყვარელი ვანო ჯავახიშვილი ეწვია და ბავშვები დიდად გაახარა.  ვანომ და ბავშვებმა იუმორში პაექრობა გამართეს და კარგად იმხიარულეს, გაიხსენეს ძველი იუმორისტული ისტორიები. ბავშვებმა დიდი სიხარულით გამოართვეს მას ავტოგრაფები, ზოგმა სამჯერ ოთხჯერაც კი. დაათვალიერებინეს თავიანთი საძინებელი ოთახები და სათამაშო ოთახი. ვიზიტის მიწურულს კი ბავშვებმა სტუმარს თავიანთი სიმღერის და ცეკვის შესაძლებლობები დაანახეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

ცნობილი იუმორისტული გადაცემის ტელეწამყვანი დაპირდა, რომ მათ  კვლავ ესტუმრებოდა, ამჯერად თავის მეგობრებთან - კომედი ჯგუფის წევრებთან ერთად.

ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის ვანო ჯავახიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იჩენს ყურაღებას ფონდის ბენეფიციარების მიმართ.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: