საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ ქველმოქმედება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ ქველმოქმედება image

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ ქველმოქმედება

წლის წინ
სიახლეები

როგორც მოგეხსენებათ, სულ უფრო და უფრო იზრდება კომპანიათა რიცხვი, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ქველმოქმედებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ საახალწლო აქცია, რომლის ფარგლებშიც 19, 20 და 21 დეკემბერს მაღაზიათა ქსელში გაყიდული პროდუქციის ჯამური ღირებულების 1% მოხმარდა ქობულეთის პანსიონის თანამედროვე და მაღალხარისხიანი ტექნიკით უზრუნველყოფას.

„ელექტრონიკას“ წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა უკვე მოიტანეს პანსიონში და ჩვენი პატარები დიდად გაახარეს. ჯამში პანსიონს გადაეცა: დიდი პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, 3 ჰაერის გამწოვი, 2 უთო, ფენი, ბლენდერი და 2 ყავის მადუღარა.

„სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელ „ელექტრონიკას“ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის და საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. დაე, მუდამ ჰქონდეს ყველა კეთილისმსურველ ადამიანს საშუალება აკეთოს სიკეთე.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help