ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„შინ მოვლის“ პროგრამაში დევნილი მოსახლეობის ჩართვა მიმდინარეობს

ფონდის სიახლეები
წლის წინ

პროექტი „შინ მოვლა“ დაფუძნდა 2012 წლის სექტემბერში და დღეს უკვე 400-ზე მეტ პაციენტს ითვლის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუწევთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით სახლს ან საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულ და მარტოხელა ადამიანებს, რომლებიცდაავადებების, გაჭირვებისა და ტანჯვის წინაშე თანადგომისა და მოვლის გარეშე უმწეონი არიან.

კვალიფიციური მედდები და მათი თანაშემწეები მწოლიარე ავადმყოფებს მათივე სახლებში სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

ფონდის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა შესაძლებლობების გაფართოება დახმარების აღმოჩენა სულ უფრო მეტი ადამიანისთვის.

 ამასთან დაკავშირებით „სოციალურმა პარტნიორობამ“ თანამშრომლობა დაიწყო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან“.

სახლს ან საწოლს მიჯაჭვულ დევნილებს მოგეხსენებათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, ვინაიდან მათთვის შეუძლებელია მათ წინაშე წარმოქმნილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოგვაწოდა 87 ასეთი დევნილის სია და დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს მათი ჩართვა ჩვენს „შინ მოვლის“ პროგრამაში. ჩვენი მედდები ყოველდღიურად დადიან დევნილებთან და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სვამენ პროგრამაში. დღეის მდგომარეობით უკვე 50 დევნილი დაემატა „შინ მოვლის“ პროგრამას და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

რეკომენდებული პროექტები: