ჩვენი ბავშვები ოლიმპიადაზე - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი ბავშვები ოლიმპიადაზე image

ჩვენი ბავშვები ოლიმპიადაზე

წლის წინ
სიახლეები

ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვები აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას აგრძელებენ. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ განათლებას და სწორ განვითარებას, რათა ისინი ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილებად აღიზარდონ, შეძლონ თავიანთი პოტენციალის გამოვლენა და ცხოვრებაში სწორი გზის გაკვლევა. აქედან გამომდინარე, ფონდი მათ სხვადასხვა საგნებში ამზადებს, დაყავს სპორტულ წრეებზე და აძლევს საშუალებას განავითარონ თავიანთი უნარები.

ჩვენმა მოხალისე მასწავლებელმა მერი ადამაძემ გაძლიერებულ რეჟიმში იზრუნა ბავშვების მომზადებაზე ქართულში და ოთხი მათგანი: მზიკო, ელისო, გვანცა და გიორგი წარმატებულად გამოვიდნენ ქართულის ოლიმპიადაზე და დიპლომებიც დაიმსახურეს.

ფონდი მადლობას უხდის ჩვენს მოხალისე მასწავლებელს, რომელიც ბავშვებს განვითარებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. ასევე მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბავშვების უკეთესი მომავლის ფორმირებაში.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: