ზაალ სულაკაური სტუმრად ჩვენს ბავშვებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ზაალ სულაკაური სტუმრად ჩვენს ბავშვებთან image

ზაალ სულაკაური სტუმრად ჩვენს ბავშვებთან

წლის წინ
სიახლეები
მცირე საოჯახო ტიპის სახლს ცნობილი მხატვარი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი - ზაალ სულაკაური ეწვია. ბავშვები დიდი ხანია იცნობენ მის შემოქმედებას და ძალიან სურდათ მისი ახლოდან გაცნობა. ეს სურვილი მათ ფონდმა აუსრულა და ბატონო ზალიკოც ეწვია ბავშვებს სტუმრად, რა თქმა უნდა ფანქრით, მარკერით და სხვა სამხატვრო ინსტრუმენტებით შეიარაღებული. ბავშვებს ჩაუტარა ხატვის გაკვეთილი და ასწავლა მარტივად სხვადასხვა ცხოველების და ჩანახატების გაკეთება. ბავშვებიც მის თითეულ მარტივ მოძრაობას იმეორებდნენ და მეტნაკლებად კარგად გამოსდიოდათ.

ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა, ბავშვები ძალიან მოიხიბლნენ ხატვით და ბატონ ზალიკოსთან ურთიერთობით.

ფონდი "სოციალური პარტნიორობა" დიდ მადლობას უხდის ზაალ სულაკაურს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, ყურადღებისთვის და იმ ლამაზი და განუმეორებელი დღისათვის, რომელიც მან ბავშვებს აჩუქა.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: