ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოსამართლემ ცინიკურად დააჯარიმა ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ბავშვთა პანსიონი

ფონდის სიახლეები
წლის წინ
„საქართველოში დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, 70 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ბავშვთა უფასო პანსიონი, რომელიც ქობულეთში 2014 წლის 23 ნოემრიდან ფუნქციონირებს და სტანდარტებით ნამდვილად საუკეთესოა რეგიონში, დაჯარიმდა 3, 000 ლარით და ამ ფაქტს ქობულეთის მაგისტრი მოსამართლე ლაშა თავართქილაძე აფასებს, როგორც ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

ბავშვთა პანსიონის დახურვა და ბავშვების დაბრუნება უკან, სიღარიბეში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ პანსიონის გახსნამდე, მოსამართლემ ჩათვალა სამართლიან გადაწყვეტილებად. მოსამართლე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ უფრო ლოიალური იყო, ვიდრე თვით სამინისტროს წარმომადგენლები თავიანთი სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ“, - ნათქვამია ფონდ სოციალური პარტნიორობის პრესრელიზში.

ფონდი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„პანსიონი, რასაკვირველია არ დაიხურება და ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ყველგან, სადაც შესაძლებელია, რადგან იურიდიული და ადამიანური სიმართლე ჩვენს მხარესაა. მაზნიაშვილის პანსიონი ზრდის ამ ქვეყნის წარმატებულ მოქალაქეებს და ჯარიმის დაკისრება და ხელშეშლა საქმინობაში ჩვენი განვითარების მხოლოდ დროებითი ხელშემშლელი ფაქტორია.

მაზნიაშვილის პანსიონი პირველი ნაბიჯია იმ დიდი ნახტომისა, რაც გაკეთდება აჭარაში ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მაზნიაშვილის პანსიონის ფუნქციონირებისთვის და პარალელურად, გავაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას ქობულეთსა და აჭარის რეგიონში.

ჩვენი ახალი სახლები და პანსიონები გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ აჭარისთვის ნამდვილ პატრიოტ თაობას გავზრდით, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში იქნება; მეორეს მხრივ კი, ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ არნახული კონკურენცია იმ პანსიონებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ და რომლებიც მრავლად გვხვდება აჭარის რეგიონში. ჩვენ შევქმნით ევროპული ტიპის პანსიონებს, სადაც იცხოვრებენ ბავშვები, დედები, ოჯახები, რომელთაც ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა - გაზარდონ საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები ევროპული ტიპის დაწესებულებებში, თუ ბავშვები „გაურკვეველი“ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ.

მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ მაზნიაშვილის სახელობის უფასო პანსიონი, რომელიც ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მმართველობის ქვეშ იმყოფება, ლიცენზიის არქონის გამო დააჯარიმა 3,000 ლარით, რაც საქველმოქმედო ფონდმა სასამართლოში სამინისტროს წინაღმდეგ შეტანილი საჩივრით გაასაჩივრა.

„სოციალურმა პარტნიორობამ“ საჩივარი ორი მიმართულებით შეიტანა; მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პანსიონის ფუნქციონირებისთვის ლიცენზია საჭირო არ არის, და ამასთანავე აჭარაში არსებობს ათობით პანსიონი, რომლებსაც მართავენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და სადაც ქართველ ბავშვებს უცხო ქვეყნის იდეოლოგიის მატარებლებად ზრდიან, და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ამ სახლების საქმიანობით სოციალური სააგენტო არ ინტერესდებოდა, და ამჟამადაც არ ტარდება არანაირი ღონისძიება ამ მავნებლური მოქმედებების წინმააღმდეგ, რაც ერთმნიშვნელოვნად აყენებს ზიანს ჩვენს ახალგაზრდობას და მომავალში იქნება საფრთხის შემცველი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.