ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქარი პანსიონის ბავშვებს რივიერას მფლობელ თემურ დიასამიძისგან

ფონდის სიახლეები
წლის წინ
გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის ბავშვებს რივიერას მფლობელმა ბატონმა თემურ დიასამიძემ და თბილისიდან ჩასულმა მოხალისეებმა დაუვიწყარი დღე აჩუქეს. ერთი დღის მანძილზე მათ ბავშვები წაიყვანეს ზღვაზე, აკატავეს წყლის ნავებით, დასვეს სხვადასხვა ატრაქციონზე; ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიებები, სადაც ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, ასევე იცეკვეს. ყოველივე ამან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დატოვა თითეული ბავშვი, ამ დღეს ქობულეთში ნამდვილი მხიარულება სუფევდა. ლამაზი დღე კი გემრიელი ვახშმით დასრულდა.

ამასთანავე, პატარებმა ჩაწერეს ინტერვიუები აჭარის ტელევიზიასთან და რა თქმა უნდა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის ბატონ თემურ დიასამიძეს და ბატონ კახა კეკელიძეს ბავშვებისთვის ლამაზი დღის ჩუქებისთვის და უსურვებს მათ ჰქონოდეს იმდენი საშუალება და წარმატებები ცხოვრებაში, რომ მსგავსი ქველმოქმედებები ხშირად ეკეთებინოთ.

რეკომენდებული პროექტები: