უფასო წამლები ბატონ ივანე ამირანაშვილისგან შინ მოვლის ბენეფიციარებს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფასო წამლები ბატონ ივანე ამირანაშვილისგან შინ მოვლის ბენეფიციარებს image

უფასო წამლები ბატონ ივანე ამირანაშვილისგან შინ მოვლის ბენეფიციარებს

წლის წინ
სიახლეები

დღესდღეობით „სოციალური პარტნიორობის“ შინ მოვლის პროგრამაში 500 პაციენტი ირიცხება, რომლებიც არიან სახლს ან საწოლს მიჯაჭვულები, აქედან 63 პაციენტს უძრავად წოლისგან გაუჩნდათ ნაწოლები, რის გამოც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ჩვენი ექთნები ყველაფერს აკეთებენ ხანდაზმულების მდგომარეობიდან გამოსაყვანად, თუმცა მათ სამკურნალოდ დამატებით გვესაჭიროება წამლები, რომელთა ნაწილიც ფონდს უსასყიდლოდ ბატონმა ვანომ მოაწოდა. ეს წამლებია:

15 ც - წყალბადის ზეჟანგი 3%

10 ც - მეკოლი 40 მლ

2ც - მალამო უზნაძე მჭედლიშვილი #2

1 ც - ბეტადინი 10%

ფონდი უღრმეს მადლობას უხდის ბატონ ვანოს ხანდაზმულების დახმარებისათვის და მოუწოდებს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შესაძლებლობის ფარგლებში მოგვაწოდონ ზემოთ ხსენებული წამლები, ასევე გვჭირდება ნაწოლების სამკურნალო ლეიბები.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ასევე უდიდეს მადლობას უხდის თითეულ ადამიანს და კომპანიას, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას და რესურსებს, რათა ფონდის საშუალებით დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავი და გასახარი კი ისაა, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

შემოუერთდით ქველმოქმედებას! წამლების მოწოდება შეგიძლიათ ჩვენი ოფისის მისამართზე: ვაზისუბნის ქ. 88ა

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: