ნაადრევი საახალწლო საჩუქრები ბავშვებს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნაადრევი საახალწლო საჩუქრები ბავშვებს! image

ნაადრევი საახალწლო საჩუქრები ბავშვებს!

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი, მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებთან დიდი სტუმრიანობა იყო. მათ უკვე დაიწყეს საახალწლო საჩუქრების მიღება. პატარებს, კომპანია High-Tech Solutions (HTS) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ბავშვებს სასარგებლო საჩუქრები აჩუქეს: 50 წიგნი, სახატავი რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები და საძერწი თიხა. გარდა ამისა მოუტანეს ბევრი ტკბილეული. ბავშვებმაც არ დატოვეს სტუმრები ყურადღების გარეშე: იმღერეს, იცეკვეს და პატარა კონცერტი გამართეს. ბავშვებმაც და სტუმრებმაც ძალიან იხალისეს და შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: