საახალწლო საჩუქარი პატარა მათე და ლუკა მელქაძეებს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საახალწლო საჩუქარი პატარა მათე და ლუკა მელქაძეებს image

საახალწლო საჩუქარი პატარა მათე და ლუკა მელქაძეებს

წლის წინ
სიახლეები
მელქაძეების მრავალშვილიან ოჯახში 5 ვაჟკაცი და ერთი პატარა 2 თვის გოგონა იზრდებიან. ბავშვებმა საახალწლოდ თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს თავიანთი სურვილებით. 6 წლის ლუკას უნდოდა, რომ თუთიყუში ჰყოლოდა, პატარა 1,5 წლის მათე კი ფუმფულა დათუნიაზე და კუბიკებზე ოცნებობდა. (https://goo.gl/LupMB4)

თქვენ მათ ეს სურვილები აუსრულეთ... თქვენ დაარწმუნეთ ბავშვები, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. მათი მშობლები უზომოდ ბედნიერები არიან, რომ შვილების ბედნიერ სახეებს ხედავენ. მათ ეს ახალი წელი დიდხანს დაამახსოვრდებათ და ამ საახალწლო სიურპრიზს ტკბილად გაიხსენებენ. დიდი მადლობა, რომ გახდით თოვლის ბაბუა და სანუკვარი ოცნებები აუხდინეთ პატარებს!



©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: