დახმარება შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარს ანა ტეპლიაკოვას - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დახმარება შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარს ანა ტეპლიაკოვას image

დახმარება შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარს ანა ტეპლიაკოვას

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, თქვენი გულისხმიერება და სიკეთე ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის!

ალბათ გახსოვთ ჩვენი ფონდის ბენეფიციარი ანა ტეპლიაკოვა (https://goo.gl/Rqk2Ju) რომელსაც დაბადებიდან ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს. მის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა. კეთილმა ადამიანებმა ანას მხარდასაჭერად ფონდის ანგარიშზე 1281 ლარი ჩარიცხეს!.

ამ თანხით ჩვენ ანას ახალი მოსახერხებელი დივანი ვუყიდეთ. მანამდე მას ბებიასთან ერთად ძველ გასაშლელ სავარძელზე ეძინა. ასევე დავამონტაჟეთ გაზის წყლის გამათბობელი, რომ მისი დაბანა უფრო ადვილი ყოფილიყო, შევიძინეთ ხორცსაკეპი მანქანა, ვენტილატორი, წამლები და პროდუქტები.

თქვენ ძალიან გაახარეთ ეს ოჯახი, დიდ მდლობას მოგახსენებთ ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანა ანას ამბავი.

თუ ვინმეს გაქვთ საშუალება დაეხმაროთ პატარა ანა ტეპლიაკოვას კიდევ ერთხელ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ანა ტეპლიაკოვა) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ru/donate/127

მეგობრებო, ზუსტად თქვენი დახმარების წყალობით ამ პატარა ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა!




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: