ანგარიში ღვალაძეების ოჯახის დახმარების შესახებ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგარიში ღვალაძეების ოჯახის დახმარების შესახებ image

ანგარიში ღვალაძეების ოჯახის დახმარების შესახებ

წლის წინ
სიახლეები
მეგობრებო, თქვენი სიკეთე სასწაულებს ახდენს. ალბათ გახსოვთ ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი. სადაც 10 ბავშვი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მათ აგურებზე დადებულ ფიცარზე უხდებათ ძილი.

მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ოჯახში ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და მუშაობის დიდი სურვილი აქვთ. ისინი ოცნებობენ ჰქონდეთ პატარა ფერმა, რომ თავად დააღწიონ თავი გაჭირვებას და სხვებსაც დაეხმარონ.

ოჯახის ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენი ფონდის ანგარიშზე 1500 ლარი ჩაირიცხა. თქვენი დახმარებით ჩვენ ღვალაძეების დიდი ხნის ოცნება ავასრულეთ და მათ ძროხა და ხბო ვუყიდეთ!

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიხარული აჩუქეთ ამ ოჯახს. ახლა მათ რძე და ყველი, მაწონი და კარაქი ექნებათ! მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ სხვა მრავალშვილიან ოჯახებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მრავალშვილიანი ოჯახები) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/92

ამ ბავშვების ბედნიერი სახეები თქვენი დამსახურებაა!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: