სასტუმრო "მერკურის" საახალწლო წვეულება ბავშვებისთვის - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასტუმრო "მერკურის" საახალწლო წვეულება ბავშვებისთვის image

სასტუმრო "მერკურის" საახალწლო წვეულება ბავშვებისთვის

წლის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ოთხ წელიწადზე მეტია ზრუნავს სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და სასწაულების სჯეროდეთ!

სიკეთის კეთება ერთად უფრო ადვილია, ამიტომ ჩვენ ფონდს მხარს უჭერენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ სხვისი პრობლემები.

სასტუმრო „მერკურის“ ხელმძღვანელობამ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი 30 ბავშვი საახალწლო წვეულებაზე თავის რესტორანში დაპატიჟა. ეს ბავშვები არასოდეს ყოფილან რესტორანში და ამდენი გემრიელი სასუსნავიც არასდროს უნახავთ. სასტუმროს პერსონალი უმაღლეს დონეზე ემსახურებოდა მათ!

ბავშვებს სიხარულისგან თვალები უბრწყინავდათ! წვეულების დასასრულს პატარა სტუმრებმა საჩუქრად სუვენირები და ტკბილეული მიიღეს.

ეს დაუვიწყარი დღე იყო მათთვის, ბავშვებს არ უნდოდათ რომ ის დასრულებულიყო.

მთელი სულით და გულით ვუხდით მადლობას სასტუმრო მერკურის ხელმძღვანელობას! თქვენ ბავშვებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყვეთ! დიდი მადლობა!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: