ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს „ექსპერიმენტორიუმში“ ექსკურსია მოუწყო. - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს „ექსპერიმენტორიუმში“ ექსკურსია მოუწყო. image

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ბავშვებს „ექსპერიმენტორიუმში“ ექსკურსია მოუწყო.

წლის წინ
სიახლეები
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს 600 მარტოხელა, სოციალურად დაუცველ უმწეო მოხუცზე და შეზღუდული შესაძლებლობის პირზე. ასევე ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება ასზე მეტი ბავშვი, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ვცდილობთ ვაჩუქოთ მათ დაუვიწყარი ემოციები, ხშირად ვატარებთ ექსკურსიებზე და ვუწყობთ შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან.
ცოტა ხნის წინ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სახალისო მეცნიერების მუზეუმმა „ექსპერიმენტორიუმმა“ დაპატიჟა სტუმრად! (https://www.facebook.com/experimentorium.ge) ბავშვებს საინტერესო და შემეცნებითი ინტერაქტიული ტური მოუწყვეს. პატარები აღფრთოვანებულები იყვნენ! ისინი ხომ ფიზიკის კანონებს „ხელით ეხებოდნენ“ 
ექსკურსიის შემდეგ, პიცერია „რონი“ (https://www.facebook.com/ronnyspizzavake) ბავშვებს ნამდვილი ამერიკული უგემრიელესი პიცით, ნამცხვრებითა და წვენით გაუმასპინძლდა.
დიდი მადლობა „ექსპერიმენტორიუმის“ და პიცერია „რონის“ ხელმძღვანელობას თბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ბავშვების გახარება ძალიან ადვილია!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: