მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! image

მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრმა და სასადილომ პირველ ვიზიტორებს უმასპინძლა! 1 მაისიდან ჩვენი ფონდის კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც დახმარება სჭირდება. უამრავი ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მათთვის ჩვენი ერთობლივი თანადგომა ჰაერივით აუცილებელია!

ალბათ ზაფხულისთვის გარდერობის განახლებას გეგმავთ, შეიძლება თქვენი კარადა ისეთი ტანისამოსთ არის სავსე, რომელსაც აღარ იყენებთ. ალბათ თქვენი შვილები წამოიზარდნენ და მათი სათამაშოები ოთახის ერთ კუთხეში მტვრით იფარება.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ნივთები, რომლებითაც თქვენ აღარ სარგებლობთ, ზოგისთვის შეიძლება ფუფუნება იყოს?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ბავშვები ვერ დადიან ბაღში და სკოლებში, იმის გამო, რომ ტანისამოსი არ აქვთ?

ჩვენთან მოდიან პატარები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ სათამაშოები...

თქვენთან ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს! გახდით ჩვენი დიდ და კეთილ საქმეს თანამონაწილე! თუ ოჯახში მოგეძებნებათ ისეთი ნივთები რმლებსაც აღარ იყენებთ და დიდი სიამოვნებით გადასცემთ მათ სხვას, ვისაც ისინი ძალიან სჭირდება, გვეწვიეთ! ჩვენ მივიღებთ მეორად, მაგრამ სუფთა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, სათამაშოებს, წიგნებს, ჭურჭელს, თეთრეულს... ყველაფერს, რაც თქვენ აღარ გჭირდებათ, მაგრამ რაზეც სხვები ოცნებობენ!

გელოდებით!

მისამართი: თბილისი, კრწანისის რაიონი, გორგასლის მეორე შესახვევი N25

ტელ: (032)219 33 21

+995 577 92 40 45

მადლობა რომ არსებობთ! 


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: