გვახსოვდეს გმირები! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გვახსოვდეს გმირები! image

გვახსოვდეს გმირები!

წლის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 600 მარტოხელა საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც არიან. სამწუხაროდ ყოველწლიურად ამ საშინელი ომის მონაწილეების რაოდენობა მცირდება. ამჟამად ჩვენს ფონდში 6 ვეტერანია. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მათ და რუდუნებით ვეპყრობით მათ მოგონებებს.

ადრე ისინი გმირები იყვნენ, პარაშუტით ხტებოდნენ, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ, თავის სამშობლოს იცავდნენ. ახლა კი სრულიად უმწეონი არიან, ყველასგან დავიწყებულები და მიტოვებულები, მათი მოსმენაც კი აღარავის აინტერესებს... მათთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მალე მათი დღესასწაული იქნება, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. გთხოვთ არ დაივიწყოთ გმირები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად ჩვენთვის გამარჯვება მოიპოვეს! შეიძლება მომავალ წელს მათ ვეღარ მივულოცოთ. ყურადღება – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია რაც ამ ადამიანებს ჩვენგან სჭირდებათ!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენი ფონდის მარტოხელა ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/88-home-care/

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: