გავათბოთ ჩვენი თანადგომით! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გავათბოთ ჩვენი თანადგომით! image

გავათბოთ ჩვენი თანადგომით!

წლის წინ
სიახლეები
მიუხედავად იმისა, რომ  მზე ჯერ კიდევ უხვად ანათებს ღრუბლებიდან, დილის სიგრილე და წვიმები ზამთრის მოახლოებაზე მიუნიშნებენ…
სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულები და შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები, შიშით ელოდებიან ზამთრის პერიოდის დადგომას. ეკონომიკური დუხჭირი პირობებიდან გამომდინარე, მათ არა აქვთ საშუალება გაათბონ საცხოვრებელი, ხოლო ძველი ტანსაცმელი იმდენად დაიხა, რომ მხოლოდ  კედლის ბზარების და ფანჯრის ჩატეხილი მინის დასაფარად თუ გამოდგება. ეს ბედშავი ადამიანები ზამთარს ვერ გადაიტანენ, მათ გაყინვის საშიშროება ემუქრებათ… და შემდეგ, როდესაც ამის შესახებ მასმედია დაწერს, ჩვენ შეგვრცხვება, შეგვრცხვება იმის გამო, რომ არ გავუწოდეთ მათ დახმარების ხელი. 
მეგობრებო, მოდით შევიდეთ ამ ადამიანების მდგომარეობაში და დავეხმაროთ მათ თბილი ტანსაცმლით,  დავეხმაროთ გადარჩენაში! 
ჩვენი ფონდის დღის ცენტრში ფუნქციონირებს ტანსაცმლის საწყობი, რომელიც ივსება შემოწირულობების წყალობით. თუ თქვენ მზად ხართ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილშობილურ საქმეში, ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენს ფონდში, ხოლო ფინანსური დახმარება შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ანи GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
 თანხის გაღება, ასევე, შეგიძლიათ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან. NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. შედით განყოფილებაში “ქველმოქმედება” და აიტიეთ ჩვენი ფონდი. 
ჩვენი ტელეფონებია:
032 219 33 21 
+995 577 92 40 45

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: