სასიხარულოა, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც ჩვენს ფონდს სწირავენ საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს. ამის შესახებ ყოველთვის ვაქვეყნებთ ინფორმაციას ჩვენს გვერდზე, რათა გადმოვცეთ ის ამაღლებული ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს ეუფლება საჩუქრების მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვებს!
ასე იყო ამჯერადაც. კონსერვების მწარმოებელმა კომპანიამ “TMT” გადასცა ჩვენს ბავშვთა სახლს უგემრიელესი ვაშლის და ქლიავის ჯემი. ყუთებში შეფუთული ეს ტკბილი საჩუქარი კომპანიის წარმომადგენლებმა თავად მოიტანეს ჩვენს ფონდში, მადისმომგვრელმა დესერტმა კი დაამშვენა ჩვენი აღსაზრდელების სუფრა.