ვცოცხლობთ, რომ გვახსოვდეს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვცოცხლობთ, რომ გვახსოვდეს! image

ვცოცხლობთ, რომ გვახსოვდეს!

წლის წინ
სიახლეები

ტრადიციული ქართული სუფრა წარმოუდგენელია მშვიდობის, მშობლების და ბავშვების სადღეგრძელოების გარეშე. ამავე დროს, ქართველები განსაკუთრებულად გამოვყოფთ  გარდაცვლილ წინაპართა მოსახსენიებელ სადღეგრძელოს, რამეთუ ჩვენთვის  ფესვები, საიდანაც მოვდივართ, ძალზე მნიშვნელოვანია!
სამწუხაროდ, მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ არავინ გაიხსენებს, ისინი წავლენ იმ ქვეყნად სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ არავინ გაიხსენებს. ისინი იმ ქვეყნად წავლენ ისე, რომ თითქოს აქ არც კი უცხოვრიათ... თუმცა დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა განვლეს...
სამწუხარო ის არის, რომ მათ სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარება  მარტოობაში, სევდასა და სიღარიბეში უხდებოდათ. მხოლოდ ჩვენი ფონდის  თანამშრომლები ედგნენ გვერდში, მკურნალობდნენ, უვლიდნენ, ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ და ხშირად სწორედ მათ უწევდათ უკანასკნელ გზაზე მათი გაცილება...
ვილოცოთ უფლის სადიდებლად და გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად! 
ჩვენი ფონდი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეგვემცირებინა მათი ტკივილი და შეძლებისდაგვარად გაგველამაზებინა მათი ცხოვრება! მათ სტანჯავდა ის აზრი, რომ მარტოობაში უხდებოდათ ცხოვრება, არავინ ყავდათ გვერდით და ხშირად სიცივესა და შიმშილში  ღაფავდნენ სულს. 
დიახ, ეს ადამიანები მარტონი იყვნენ, თუმცა უკლებლივ ყველა მათგანი ღირსია იმისა, რომ გავიხსენოთ. 
მეგობრებო, როდესაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ სადღეგრძელოს შესვამთ, არ დაგავიწყდეთ მოიხსენიოთ ისინი, ვისაც გამხსენებელი ამ ქვეყნად არ ჰყავს! 
ჩვენი ბენეფიციარების ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე. 
გურეშიძე სულიკო, 10.09.1936. ბაბუა სულიკო პროფესიით პედაგოგი გახლდათ, ინჟინერთა არაერთი თაობა აღზარდა. ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ბარაკის ტიპის საცხოვრებელში, საკვებს იღებდა სოციალურ სასადილოში. შვილები? დიახ, შვილები ყავდა, მაგრამ მათ მატერიალურად ისე უჭირდათ, რომ მშობლებს ვერ ეხმარებოდნენ, თუმცა აკითხავდნენ ხშირად. მიუხედავად მკურნალობისა, მისი მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და სულიკო გურეშიძე გარდაიცვალა 02.11.2017... 
კვესიტაძე გიორგი, დაიბადა 1951 წელს. პროფესიით ინჟინერი იყო. სადილს სოციალურ სასადილოში იღებდა. გადატანილმა ინსულტმა საწოლს მიაჯაჭვა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გარდაიცვალა 01.11.2017.
ჭაბუკიანი მიხეილი, დაიბადა 1956 წელს. ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე იმყოფებოდა 2014 წლიდან. 3 წლის განმავლობაში იგი ჩვენთვის ახლობელი ადამიანი გახდა. პროფესიით იყო საქონელმცოდნე, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობდა.  დიაგნოზი - C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი. გარდაიცვალა  08.11.2017.
ახობაძე ქეთევანი, აღრიცხვაზე სულ ახლახან ავიყვანეთ -17.10.2017. უამრავი დაავადება აწუხებდა - ჰიპერტონია, ნაწოლები, ბრონქოპნევმონია, გულის იშემიური დაავადება... ერთი თვის განმავლობაში ძალიან შეგვიყვარდა ეს სათნო ქალბატონი. გარდაიცვალა 12.11.2017. 
არგუტინსკი ალექსანდრე დაიბადა 1921 წელს. 23.11.2017 შეუსრულდა 96 წელი. როგორც პატარა ბავშვს ისე უხაროდა, როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა მოინახულეს იგი და მიულოცეს დაბადების დღე. ჩვენ ძალიან გვიყვარდა იგი, ისე გვეპყრობოდა, როგორც შვილებს, რადგან საკუთარი შვილები არ ჰყავდა. ხშირად გვიყვებოდა ძველი თბილისის ისტორიებს, მისი ბაბუა ხომ საქართველოს გასაბჭოებამდე ქალაქის თავი იყო.  გარდაიცვალა გულის უკმარისობისგან 30.11.2017. ძლიან დაგვაკლდა ძია საშა. 
გვრირიშვილი მარიამი, დაიბადა 1931 წელს. პროფესიით ფეიქარი იყო. შვილიშვილს ვალი ჰქონდა და მოუწია ბინის „ჩადება“. გარდა ამისა, საკუთარ პენსიას ბანკს ურიცხავდა და ვერ ყიდულობდა მედიკამენტებს და საკვებ პროდუქტებს. გარდაიცვალა 27.11.2017.
კალატოზიშვილი ვარდანუში, დაიბადა 1925 წელს. ცხოვრობდა სრულიად მარტო, გაუსაძლის პირობებში, მხოლოდ ჩვენი ფონდი ზრუნავდა მასზე. გარდაიცვალა 
30.11.2017. 
ჩვენ ისინი გვახსოვს... ხსოვნა კი - მარადისობაა, რომელიც უსასრულობას ბადებს! 
ჩვენო ძვირფასებო, მხოლოდ დროებით გემშვიდობებით, რამეთუ ოდესღაც შევხვდებით ზეცაში... ყველა კეთილი ადამიანი  ცხოვრების გზას  ხომ სწორედ იქ ასრულებს!   

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: