ტკბილეულის საღამო ქარვასლაში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტკბილეულის საღამო ქარვასლაში image

ტკბილეულის საღამო ქარვასლაში

წლის წინ
სიახლეები
ჩვენ გულწრფელად გვიხარია, რომ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს არც ტანსაცმელია აკლიათ და არც საჭმელი, სწავლობენ, ეუფლებიან უნარ-ჩვევებს და აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ შემოქმედებით! 
დიახ, კულინარიის გაკვეთილებს ისინი ისე აღიქვამენ, როგორც შემოქმედებას:  ეუფლებიან ახალ რეცეპტებს,  სწავლობენ კერძების და ნამცხვრების მომზადებას, გადიან პრაქტიკას და ამ ყველაფრისგან დიდი სიამოვნებასაც იღებენ! განა არის იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, როდესაც ბავშვს უხარია, იღიმის და სასწაულების სჯერა?!   
ამასწინათ, ერთ პატარა სასწაულს ადგილი ჰქონდა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, სადაც მოეწყო ჩვენი აღსაზრდელების საკონდიტრო ნახელავის გამოფენა-გაყიდვა! 
ერთი გენახათ  ამ ბავშვების გაოცებული და ამავე დროს გახარებული სახეები, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ ნაწარმს მომხმარებლის მოწონება ხვდა წილად და წარმატებით გაიყიდა. ბავშვები უზომოდ ბედნიერები იყვნენ! 
მეგობრებო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ  მხარი დაუჭირეთ ჩვენს აღსაზრდელებს. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამ მოზარდებმა ადრეულ ბავშვობაში უმძიმესი წლები გადაიტანეს, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა მათ ზრუნვაზე, ისინი მოხვდნენ თბილ, მყუდრო და სიყვარულით აღსავსე გარემოში! 
თანამშრომლობისთვის გულითადი მადლობა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“! 
ჩვენ აუცილებლად მომავალშიც განვაგრძობთ ამგვარ აქციებს, რამეთუ მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა არის თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოების საქმე.
…რაც შეეხება ჩვენს მოზარდებს, მათ მთელი საღამო გაატარეს იმის გარჩევაში, თუ  რომელ ახალ რეცეპტებზე უნდა იმუშაონ, რათა მომავალ გამოფენაზეც წარმატებით გაიტანონ საკუთარი ნაწარმი!
 ეს ძალიან მაგარია!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: