ჩვენ გვიქყვარს საქართველოს ბუნება! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ გვიქყვარს საქართველოს ბუნება! image

ჩვენ გვიქყვარს საქართველოს ბუნება!

წლის წინ
სიახლეები

როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, „ბუნების ძალთა შეცნობა ესთეტიკური აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ბავშვები რომ დაინტერესდნენ ბუნების სიმშვენიერით ამისთვის მათ უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ დაინტერესდნენ ბუნებაში მიმდინარე პროცესებით“.

ჩვენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბუნების გაკვეთილებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფარგლებით. ხშირად სპეციალიზებულ ღონისძიებებს ვაწყობთ, რომლებშიც  მოზარდები აქტიურად მონაწილეობენ!

ამასწინათ,  მოვაწყვეთ აქცია „ჩვენ გვიყვარს საქართველოს ბუნება“. იგი მიეძღვნა ადამიანის ცხოვრებაში წყლის როლის ფაქტორს. სალექციო კურსის შემდეგ ღონისძიება ბუნების წიაღში გავაგრძელეთ. ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ შავი ზღვის დაბინძურების საკითხებით და თავად გამოთქვეს სურვილი ქობულეთის სანაპიროს გარკვეული ადგილის დასუფთავების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა აღსაზრდელებმა გამვლელებს დაურიგეს ბროშურები და მოუწოდეს ბუნების დაცვისა და მოვლისკენ!

აქცია „ჩვენ გვიყვარს საქართველოს ბუნება“ დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენს ბავშვებს, რადგან მას არამარტო შემეცნებითი  დატვირთვა ჰქონდა. მოზარდებმა  დიდი სიამოვნება მიიღეს, იმხიარულეს და ჟრიამულით აავსეს იქაურობა!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: