ქველმოქმედების საერთაშორისო დღე! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქველმოქმედების საერთაშორისო დღე! image

ქველმოქმედების საერთაშორისო დღე!

წლის წინ
სიახლეები
დღეს მთელს მსოფლიოში აღინიშნება ქველმოქმედების საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს დააწესა. მისი მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს საქველმოქმედო ფონდების საქმიანობას, რათა უფრო ეფექტური გახდეს მათი მოღვაწეობა სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში.
დღეს საქართველოში ათეულობით საქველმოქმედო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან და საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის საკითხში. 
აი, უკვე მეშვიდე წელია, რაც ჩერნოვეცკის ფონდი არსებობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურ საქმიანობას ეწევა სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერის მიზნით. ამ კატეგორიის ადამიანთა რიცხვი სადღეისოდ თითქმის ნახევარ მილიონს შეადგენს და ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღმოვუჩინოთ დახმარება. აი, სულ რამდენიმე ციფრი:
ჩვენი „შინმოვლის პროგრამა“  ყოველდღიურად 400-ზე მეტ ადამიანს ემსახურება;
სამ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ყველანაირი პირობაა შექმნილი  30 მზრუნველობას მოკლებული მოზარდის განვითარებისთვის;
უფასო სასადილოები თბილისსა და ქუთაისში ყოველდღიურად 450 ადამიანს აპურებენ;
მრავალფუნქციური  „დღის ცენტრი“ კი ყოველ დღე 300 სოციალურად დაუცველ ადამიანს მასპინძლობს...   
სამწუხაროდ, მსოფლიოს ქველმოქმედი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს არასახარბიელო ადგილი უკავია. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ქველმოქმედებაში მთელი საქართველო ჩაერთოს. გვინდა ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს გააჩნია ჯანმრთელობის, კვების, ტანსაცმლის და სხვა სხვა სახის სერიოზული პრობლემები.   
საკუთრი ბედნიერებისთვის აუცილებელია გარშემომყოფელთა ბედნიერებაც!
გავიხსენოთ დიდი ილიას სიტყვები : „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?". 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: