ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იმისათვის, რომ აკეთო სიკეთე, სულ არ არის საჭირო, რომ მდიდარი იყო

ფონდის სიახლეები
2 თვის წინ
ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი თავად საჭიროებს დახმარებას, მაგრამ ამავე დროს არ ავიწყდება ისინი, ვისაც მასავით უჭირს, დახმარების ხელს უწვდის და ზრუნავს მათზე. 
ზოგიერთი ალბათ იკითხავს:  განა ეს შესაძლებელია? დიახ, სავსებით შესაძლებელია. მთავარია სურვილი და კეთილი გული! 
უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ჩვენი ფონდის დღის ცენტრში დადის შესანიშნავი ადამიანი  - გასტელო მალინსკი,  77 წლის, გადამდგარი სამხედრო, მარტოხელა პენსიონერი.  მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულ ასაკში სრულიად მარტო დარჩა, იგი არ გატყდა სულით და საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. 
ბატონი გასტელო ჩვენს დღის ცენტრს სტუმრობს თითქმის ყოველდღე,  სადილობს, საუბრობს ბენეფიციარებთან, თამაშობს სამაგიდო თამაშებს...ერთი სიტყვით, თავს კომფორტულად გრძნობს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. 
ამასწინათ, ბატონი გასტელო ჩვენთან ხელდამშვენებული მოვიდა. საქმე ის არის, რომ თემქის რაიონში, სადაც იგი ცხოვრობს, მან მოაწყო აქცია და ჩვენი დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტანსაცმელი შეაგროვა. ამ კეთილშობილურ წამოწყებაში ჩაერთვნენ მისი მეზობლები, ნაცნობები, ყველა მსურველი. 
დღის ცენტრის საწყობი ახალი ტანსაცმლით შეივსო, რაც ასე  სჭირდება სოციალურად დაუცველ ადამიანებს! 
ჩერნოვეცკის ფონდის სახელით გვინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატოთ ბატონ გასტელოს მიმართ. ჩვენ ძალიან  ვაფასებთ მის სამოქალაქო პოზიციას, იმ ყურადღებას, რომელიც მან გამოიჩინა ჩვენი დღის ცენტრის ბენეფიციარებისადმი! 
დიდი მადლობა ბატონო გასტელო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს და მშვიდობიან ზეცას! 
ჩვენ მუდამ მოხარული ვართ თქვენი მასპინძლობით და ვიმედოვნებთ,  რომ თქვენი შესანიშნავი მაგალითი  მისაბაძი გახდება სხვებისთვის. 
გფარავდეთ უფალი!