მეგობრებო, იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე, რომ არცერთი ბავშვი 2023 წელს არ დარჩეს საჩუქრის გარეშე! გვინდა, რომ ახალ წელს და შობას ყველა ბავშვი ბედნიერი ღიმილით და სიხარულით შეხვდეს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე, რომ არცერთი ბავშვი 2023 წელს არ დარჩეს საჩუქრის გარეშე! გვინდა, რომ ახალ წელს და შობას ყველა ბავშვი ბედნიერი ღიმილით და სიხარულით შეხვდეს! image

მეგობრებო, იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე, რომ არცერთი ბავშვი 2023 წელს არ დარჩეს საჩუქრის გარეშე! გვინდა, რომ ახალ წელს და შობას ყველა ბავშვი ბედნიერი ღიმილით და სიხარულით შეხვდეს!

ერთი წლის წინ
სიახლეები
ჩვენ ეს შევძელით! გავახარეთ ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები. იცით როგორი ხმაური იყო? იცით როგორ უხაროდათ და ერთობოდნენ ბავშვები? ბევრი ითამაშეს საყვარელი ფილმების გმირებთან ერთად, მიიღეს საჩუქრები თოვლის ბაბუასგან. რამდენიმე დღით ადრე ბავშვებს წერილები დავაწერინეთ, თუ რას ისურვებდნენ საჩუქრად. ბარბარეს მტირალა თოჯინა უნდოდა, საბას მანქანა, ლუკას კუბიკები, ქეთის ფანქრები და ფლომასტერები. წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებოდათ, როცა თოვლის ბაბუამ მათი ყველა სურვილი გამოიცნო და აასრულა!
როცა ბავშვები თავიანთი პატარა ხელებით გვეხუტებოდნენ და ყურში სამადლობელ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, მხოლოდ ჩვენ კი არა, თვით თოვლის ბაბუასაც აუჩუყდა გული. დაუვიწყარი დღე იყო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, ვინც ამ ჯადოსნურ ზეიმში მონაწილეობა მივიღეთ. 
ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო, მეგობრებო, თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ზეიმი ბავშვებისთვის უფრო ხშირად უნდა მოვაწყოთ, რომ ისინი აუცილებელია მათი გულების გასახარებლად, ჩვენ მზად ვართ ყოველი დღე დღესასწაულად ვაქციოთ. თუ გსურთ ამ უკეთილშობილეს საქმეში შემოგვიერთდეთ, ეს ფონდის ანგარიშის ნომრებია. შემოსული თანხა ბავშვებისთვის საჩუქრების ყიდვას მოხმარდება. 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დღესასწაული ბავშვებისთვის) 
თქვენ ასევე შეგიძლიათ ბავშვებს პირადად გადასცეთ საჩუქრები და ბედნიერება მიიღოთ მის მაგივრად. შეგიძლიათ ბავშვებისთვის მოწყობილ ზეიმებს თქვენს შვილებთან ერთად დაესწროთ. როცა თქვენი შვილები თქვენი სიკეთის თანამონაწილეები გახდებიან, ისინი ნამდვილ ადამიანებად გაიზრდებიან! 
ამ ბავშვებს ჩვენი მკითხველები კარგად იცნობენ, ბევრი გვაქვს მათ შესახებ მოყოლილი და კიდევ ბევრს მოგიყვებით. ახლა კი მათ ფოტოებს გაგიზიარებთ, რომ 2023 წელს დადებითი ემოციებით შეხვდეთ!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: