გავხადოთ ბავშვების ცხოვრება საოცარი მომენტებით სავსე! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გავხადოთ ბავშვების ცხოვრება საოცარი მომენტებით სავსე! image

გავხადოთ ბავშვების ცხოვრება საოცარი მომენტებით სავსე!

ერთი წლის წინ
სიახლეები

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს - კარაოკე კლუბ „კამერტონის“ გუნდს ჯადოსნური დღისთვის რომელიც ჩვენს ბავშვებს აჩუქეს!!! 

ჩვენი პატარა ბენეფიციარების გულები აივსო სიხარულით, ხალისითა და ღიმილით! ისინი ხომ, მოკლებულები არიან საბავშვო დღესასწაულებსა და ცხოვრების ხასხასა ფერებს.

და აი, კარაოკე კლუბმა „კამერტონმა“ ზღაპარი აჩუქა მათ!

იქ იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა, თამაში და რა თქმა უნდა, უგემრიელესი კერძები!!!

ღმერთო, როგორ უბრწყინავდათ ბედნიერებისგან თვალები ჩვენს ბავშვებს! ამდენი არასდროს უცეკვიათ და არ უმღერიათ! ეს იყო ნამდვილი საბავშვო დღესასწაული! მართლაც, შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მარტივია ბავშვის გულის გახარება!

მთავარია გული სიკეთეს გაუხსნა და მუდამ ბედნიერება თესო! მაღალი ღმერთი ყველაფერს ხედავს და ამისთვის ასმაგად გვაჯილდოებს!

ბავშვებმა საკუთარი გემოვნებით აარჩიეს კერძები


ბარის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვებს თავი ეგრძნოთ კომფორტულად და მყუდროდ


ბავშვები გამოტყდნენ, რომ ასეთი გემრიელი კერძები პირველად გასინჯეს!


ამ ბავშვების ბედნიერ სახეებზე უფრო მშვენიერი რა უნდა იყოს!


სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ, ყველა ბავშვმა ჩერნოვეცკის ფონდისგან მიიღო საჩუქარი


ჩვენ ამ დღესასწაულის გამარჯვებულები გავხდებით

ყველა სიმღერა ვიცოდით, რომელიც ჩაგვირთეს

ბავშვები სიხარულით პოზირებდნენ კამერის წინ და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც აჩუქა ეს დაუვიწყარი დღე!


ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: