დაეხმარე უცნობ მეგობარს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაეხმარე უცნობ მეგობარს! image

დაეხმარე უცნობ მეგობარს!

11 თვის წინ
სიახლეები

საბავშვო ბაღი „იავნანა“ და მისი პატარა აღსაზრდელები!

(https://www.facebook.com/bagiiavnana).

დღეს მათ არაჩვეულებრივი დღესასწაული აქვთ! 

„დაეხმარე უცნობ მეგობარს!“

ასე ჰქვია საქველმოქმედო აქციას - „იავნანას“ აღსაზრდელებმა საჩუქრები გაუგზავნეს ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებს! 

დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვები გულით გასცემენ საჩუქრებს სრულიად უცნობი თანატოლებისთვის!

ეს კი ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებია! 

ბავშვები მადლობას უთვლიან თანატოლებს უამრავი საჩუქრისთვის!

თითოეული ბავშვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში, დაჯილდოვდა ჩერნოვეცკის ფონდის სიგელით  „ნორჩი ქველმოქმედი“! 

როდესაც ეს პატარები გაიზრდებიან, ყოველთვის გულთან ახლოს მიიტანენ სხვის გასაჭირს. გულწრფელი თანადგომა ყოველივე სიკეთის საწინდარია, სიკეთე კი გადამდებია! 

დიდი მადლობა „იავნანას“ პედაგოგიურ კოლექტივს, მის დირექტორსა და დამფუძნებელს  სალომე ჭანტურიშვილს თანადგომისთვის და აქციაში მონაწილეობისთვის! 

... და თუ ბავშვის თვალებში მზე იცინის, დედის გულში მუდამ გაზაფხულია!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: