ჩვენს სკოლაში მთავარი გაკვეთილი არის „სიკეთე და გულისხმიერება“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენს სკოლაში მთავარი გაკვეთილი არის „სიკეთე და გულისხმიერება“ image

ჩვენს სკოლაში მთავარი გაკვეთილი არის „სიკეთე და გულისხმიერება“

ერთი თვის წინ
სიახლეები

ჩვენს სკოლაში მთავარი გაკვეთილი არის „სიკეთე და გულისხმიერება“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ესტუმრნენ. მარტოხელა მოხუცებისთვის, არა მხოლოდ წარმოუდგენლად ამაღელვებელი, არამედ მათ ცხოვრებაში შემოჭრილი ნამდვილი სინათლის სხივი გახლდათ ეს სტუმრობა.

მოსწავლეები და მასწავლებლები ამ განსაკუთრებული შეხვედრისთვის ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. გულწრფელად მოიწადინეს არა მხოლოდ ხილისა და ტკბილეულის მირთმევა, არამედ ბედნიერების ჩუქება მათთვის, ვინც დიდი ხანია მოკლებულია ადამიანური ურთიერთობის სითბოს. ეზოში რომ შევიდნენ, სიხარულით თვალები გაუბრწყინდათ მოხუცებს, ისინიც თვეზე მეტია ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის, სულმოუთქმელად ელოდნენ ახალ შვილიშვილებთან შეხვედრას. გულწრფელი ღიმილითა და აცრემლებული თვალებით შეხვდნენ ბავშვებს ეს ადამიანები, რომლებსაც ახლობლების ნახვა ენატრებათ და თბილ სიტყვებს იშვიათად თუ გაიგებენ.

„მოხუცთა თავშესაფრის ეზოში, იმპროვიზირებულ სცენაზე, ბავშვები მოხუცებისთვის მომზადებულ ნომრებს  ასრულებდნენ ”

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, უმეტესობამ მოხუცებს ახალგაზრდობა გაახსენა. ბავშვები ცეკვავდნენ და ცდილობდნენ, ყველა მაყურებელს, მონაწიელობა მიეღო ამ სიცოცხლის დღესასწაულში. ბებიები სიმღერას ჰყვებოდნენ, ზოგი ცეკვავდა კიდეც, ასაკი და ავადმყოფობა წამიერად დაავიწყდათ. ყოველ გამოხედვაში, ყოველ ღიმილში მადლიერება ჩანდა იმისთვის, რომ არ დაივიწყეს.

„ბებიებმა ახალგაზრდობა გაიხსენეს.“

ეს სტუმრობა, არა მხოლოდ მოხუცებისთვის დიდად სასიხარულო, არამედ მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. მათ დაინახეს, რაოდენ ფასეულია უბრალო ადამიანური ყურადღება, რაოდენ მნიშვნელოვანია თბილი სიტყვები და სიკეთის კეთება. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ მათემატიკა, ფიზიკა, ლიტერატურა და ენები მნიშვნელოვანი საგნებია, მაგრამ ყველაზე ფასეული, რაც შეიძლება ისწავლონ, არის ემპათიის, თანაგრძნობისა და  სიკეთის  გაკვეთილი.

 „დედამიწას სიკეთე ატრიალებს“ - ეს სიტყვები დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ხომ, შეგვიძლია სიხარულის, ღიმილის და იმედის ჩუქება. მადლობას ვუხდით ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჩიქობავას, სკოლის მთელ პერსონალს და განსაკუთრებით მურატ ულუირმაკსა და ანა თევდორაშვილს ასეთი შესანიშნავი ინიციატივისთვის და აქტიური მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ ბავშვებს არა მხოლოდ მეცნიერებებს, არამედ გულკეთილობას ასწავლიან.

"დედა ელენე, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ფრიად მოხარულია მშვენიერი ბავშვებისა და მათი მასწავლებლების გაცნობით"

მადლობას ვუხდით ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ ყველა მოსწავლეს იმისთვის, რომ მოიწადინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოხუცები გაეხარებინათ.

 სხვა სკოლებსაც მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ეს შესანიშნავი მაგალითი. ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვისაც სჭირდება ჩვენი ყურადღება, მათზე, ვინც ცხოვრობს მარტოობასა და სიჩუმეში. ესტუმრეთ მოხუცთა თავშესაფარს, აჩუქეთ მათ ცოტაოდენი სითბო და სიყვარული. მოდით, ერთად ვაკეთოთ სიკეთე, რადგან სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

„მეგობრებო, ყოველი ემოცია, რომელსაც ამ საბრალო მოხუცებს ჩუქნით, უფლისგან ბოძებული ჯილდოა მართებული ქცევისთვის და სიკეთისთვის."

ბიბლია ამბობს: „არ დავიღალოთ კარგი საქმით, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღალეთ.“ (გალატელები 6:9). ჩვენი დევიზი უნდა გახდეს ეს სიტყვები. ერთად ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიკეთე, გულისხმიერება და გულმოწყალება. სულ უმნიშვნელო კეთილ საქმესაც, შეუძლია ადამიანს ცხოვრება გაუნათოს და უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო. სწორედ ამ სამყაროში უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა.

„სხვა სკოლებსაც მოვუწოდებთ: შემოგვიერთდით! ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ბედნიერება ვაჩუქოთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.“

 თუ გსურთ, მოინახულოთ მოხუცები და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება, თავშესაფარი „ლაზარეთი“ მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სანზონა, ნაგომარის ქ. 46

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თავშესაფარი „ლაზარეთი“)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: