მემორანდუმი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოსა და საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ შორის - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მემორანდუმი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოსა და საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ შორის image

მემორანდუმი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოსა და საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ შორის

წლის წინ
სიახლეები

2013 წლის 21 მაისს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოსა და საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ შორის გაფორმდა და ხელი მოეწერა მემორანდუმს.

მემორანდუმი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შესახებ

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყოველთვიურად გასცემს 100 დოლარის ეკვივალენტს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს 7 და მეტი შვილი.

მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. ოჯახების შერჩევა ხდება ჩვენი სოციალური პარტნიორების მიერ.

მემორანდუმი შინ მოვლის პროექტის შესახებ

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ თავის თავზე იღებს ვალდებულებას გააგრძელოს და გააფართოოს მის მიერ განხორციელებული შინ მოვლის პროექტი, რომელიც ეხმარება საწოლს მიჯაჭვულ და დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენს 270 პაციენტს ყოველდღიურად უწევენ მედდების უფასო მომსახურებას, გადასცემენ უფასო მედიკამენტებს და მოვლის საჭირო საშუალებებს.


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: