“განათლება – ნათელი მომავლის საწინდარია” - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“განათლება – ნათელი მომავლის საწინდარია” image

“განათლება – ნათელი მომავლის საწინდარია”

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები

ჩერნოვეცკის ფონდმა ახალი პროექტი დაიწყო – “განათლება  – ნათელი მომავლის საწინდარია”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ცოდნის გაღრმავებას.

პროექტის პირველი ღონისძიება მიეძღვნა მოზარდების ვიზიტს საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობაში. ჩვენჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო პროექტის  ასეთი მაღალი სტანდარტით დაწყება და ამაში არ შევცდით. 

საათნახევრის განმავლობაში ჩვენმა ბავშვება ბევრი რამის ნახვა და გაგება მოასწრეს, კერძოდ მოინახულეს სასესიო და საკომიტეტო სხდომების დარბაზები, მუზეუმი, სამლოცველო, პარლამენტის შიდა ეზო…მოზარდები არ მალავდნენ თავიანთ აღტაცებას და პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელს, რომელიც უძღვებოდა ექსკურსიას, უამრავი შეკითხვა დაუსვეს…

დიახ, ბავშვის აღზრდის საქმეში მხოლოდ საჭმელი და ჩასაცმელი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ეს ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს  ისედაც აქვთ. ძალზე მნიშვნელოვანია  მათთვის ცოდნის გადაცემა და განათლების მიღებისათვის ხელის შეწყობა. სწორედ ამას ითვალისწინებს ჩვენი ახალი პროექტი.

განათლება არის უპირველესი საშუალება ყოველი ერის კეთილდღეობისა და წარმატებისთვის! 


რეკომენდებული პროექტები: