ბავშვების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია! image

ბავშვების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია!

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
თუ ბავშვს არ გააჩნია საგანგებო ვითარების დროს ადეკვატური ქცევის უნარები, შედეგი შესაძლებელია სავალალო აღმოჩნდეს. 
ამიტომ ჩერნოვეცკის ფონდმა წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენს ბავშვთა სახლებში შესაბამისი ტრენინგის ჩატარების თაობაზე - როგორც აღსაზრდელებისთვის, ასევე მათი მასწავლებლებისთვისაც. 
ამ დღეებში, ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის  წარმომადგენლები ქობულეთში ჩავიდნენ და ჩვენი ბავშვთა  სახლები მოინახულეს. მათ მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე და ვიზუალური მასალის გამოყენებით ჩაატარეს ღია გაკვეთილი, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ხანძრის, მიწისძვრის და სხვა სტიქიური უბედურებების შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების  დაცვაზე. 
ინსტრუქტაჟი ჩვენი მოზარდებისთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. მათ უამრავი შეკითხვა დაუსვეს სპეციალისტებს და ბევრი ისეთი აუცილებელი უნარი შეისწავლეს, რომლის შესახებ მათ ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ. აწი უკვე ბავშვებმა ციან თუ როგორ მოიქცნენ საგანგებო ვითარების შემთხვევაში და რა უნდა მოიმოქმედონ უპირველეს ყოვლისა  ასეთ სიტუაციაში. 
ბავშვებთან სახანძრო უსაფრთხოებაზე საუბარი - ძალზე სერიოზული საქმეა, რამეთუ მოზარდს უნდა ჰქონდეს ამომწურავი პასუხი ყველა შეკითხვაზე. მან უნდა გაითავისოს თუ რატომ არის ხანძარი საშიში და როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში. 
უფალი ფარავდეს ამ პატარებს და მუდამ კაშკაშებდეს მათ თავზე ცხრათვალა მზე! 

რეკომენდებული პროექტები: