საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს პარლამენტში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს პარლამენტში image

საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს პარლამენტში

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
სიცოცხლითა და სიხარულით აღსავსე იყო ნაძვის ხის საახალწლო ზეიმი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, თუმცა სხვანაირად არც კი შეიძლებოდა. ახალი წლისგან ხომ განურჩევლად ყველა - დიდიც და პატარაც, ოცნებების ახდენას და სასწაულს მოელის.   
ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პირველად არ იმყოფებოდნენ. გასულ ზაფხულს ჩვენ მათთვის პარლამენტში მოვაწყვეთ საგანმანათლებლო ექსკურსია... მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი - ეს განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს: : ცეკვები და სიმღერები, ტკბილეული და ხილი, მხიარული საზეიმო ატმოსფერო და თანატოლებთან დროს ტარება! 
 იმ დღეს ჩვენმა აღსაზრდელებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მიიღეს როგორც გულმხურვალე მასპინძლობით, ასევე  საინტერესო საახალწლო წარმოდგენით. ბავშვებმა იმღერეს და იცეკვეს, დასაჩუქრდნენ საჩუქრებით, გაიმარჯვეს კონკურსებში  და რაც მთავარია - მათ გამომეტყველებაში ნათლად იგრძნობოდა  ბედნიერება და მომავლის იმედი, რაც ძალიან გვახარებს. 
 ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პატარებს ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა და განვითარების საუკეთესო პირობები! 

რეკომენდებული პროექტები: