დელტა ჩემპიონია - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დელტა ჩემპიონია image

დელტა ჩემპიონია

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები

მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩერნოვეცკის ფონდი და საკალათბურთო კლუბი დელტა, ერთმანეთის მეგობრები და საიმედო პარტნიორები არიან. სპორტსმენები, ხშირად სტუმრობენ ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს და ჩვენს აღსაზრდელებს სხვადასხვა საჩუქრებით ანებივრებენ, ბავშვებიც დიდი სიხარულით ესწრებიან დელტას თამაშებს და მხურვალედ ქომაგობენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

რამდენიმე დღის წინ დელტამ წარმატებით იასპარეზა დუდუ დადიანის სახელობის მემორიალზე და ამ ტრადიციული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩერნოვეცკის ფონდის სახელით, ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებში!


რეკომენდებული პროექტები: