ამ მომენტისათვის პროექტში მონაწილებს 2 ოჯახი, რომლებშიც 7 ან მეტი ბავშვია. თვის ბოლოსათვის პროექტში კიდევ 8 ასეთი ოჯახის ჩართვა იგეგმება. მათ გაეწევათ დახმარება საკვები პროდუქტების, ტანისამოსის, ფსიქოლოგიური კონსულტაციების სახით.
პროექტის მიზანია - უზრუნველყოს ოჯახების გრძელვადიანი დახმარება და მხარდაჭერა, შექმნას კომფორტული და მყუდრო გარემო, დაეხმაროს მათ პრობლემებისა და სირთულეების გადალახვის გზების მოძიებაში!
შეგახსენებთ, რომ ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში ზრუნავს 8 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელშიც 7 და მეტი ბავშვია. ფონდი ყოველთვიურად რიცხავს 100 დოლარს ყოველ არასრულწლოვან ბავშვზე, იძენს ტანისამოსს, ტელევიზორებს, კომპიუტერებს და სხვა საჭირო ტექნიკას, ასევე ელემენტარულ საგნებს სწავლისათვის და საბავშვო ბაღებში სასიარულოდ, რათა პატარებს შეეძლოთ სწავლა, განვითარება და ქვეყნისათვის სასარგებლო ადამიანად ჩამოყალიბება.
ყველაზე გაჭირვებული ოჯახების გამოვლენა გრძელდება. ჩვენ უკვე ამ წლის ზაფხულში ვგეგმავთ 18 ოჯახისთვის დახმარების გაწევას.
თქვენ შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ ბავშვებს ნალკებად უზრუნველყოფილი მრავალშვილიანი ოჯახებიდან. მხარი დაუჭირეთ პროექტს „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“.