ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უკრაინელი გადასახლებულების დახმარება

ფონდის სიახლეები უკრაინაში
წლის წინ

რეგიონებიდან, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდიარეობს, ასობით ოჯახო გადასახლდა. ყოველდღიურად მათ ეზოებში ფეთქდებოდა ჭურვები და იღუპებოდნენ ადამიანები... დოკუმენტები, მცირეოდენი თანხა და ჩანთა პირადი ნივთებით - ესაა ყველაფერი ის, რის კონფლიქტის ზონიდან  წამოღებაც ამ ოჯახებმა მოახერხეს.

ბევრს უკრაინაში ჰყავს ნათესავები, რომლებმაც ისინი შეიფარეს. თუმცა, ფონდს სულ უფროდაუფრო მეტი ოჯახი მომართავს, რომელთაც ღამის გასათევიც კი არ აქვთ და იძულებული არიან ცხოვრება ნულიდან დაიწყონ. დროთა განმავლობაში ისინი იშოვიან სამსახურს და დროებით საცხოვრებელს, მაგრამ ამ ეტაპზე თანამემალეების დახმარების გარეშე, ისედაც უკიდურესი მდგომარეობა, კიდევ უფრო რთულადგადასალახი იქნება.

ფონდის ამოცანაა - ძალისხმევის გაერთიანება და ამ ოჯახებისათვის გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში დახმარება. დაპურება, მედიკამენტებითა და ტანისამოსით უზრუნველყოფა - ეს ჩვენი პირველადი ნაბიჯებია!

ამჟამად ასეთმა ოჯახებმა თავშესაფარი კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის სანატორიუმებში იპოვეს. გადასახლებულ ოჯახთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ზოგიერთის დახმარება ფონდმა უკვე შეძლო, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ამ გასაჭირს გამკლავება შეუძლებელი იქნება!

ფონდი მიმართავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს საშუალება შეიფაროს, დააპუროს ან დაეხმაროს სამსახურის შოვნაში თუნდაც ერთ ასეთ ოჯახს - ნუ დარჩებით გულგრილი ჩვენი თანამემულეების გასაჭირის მიმართ! ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძმებისა და დების რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დახმარებას!

გადასახლებულთა დახმარება შეგიძლიათ ასევე პროექტის „უკრაინელი გადასახლებულების დახმარება“ მხარდაჭერით!

რეკომენდებული პროექტები: