დახმარების ცენტრ ”სტეფანიას” ბაზაზე უკვე რამდენიმე წელია ხელმოკლეთათვის სამხატვრო სახელოსნო ფუნქციონირებს. აქ ნებისმიერს შეუძლია ეზიაროს ფერწერისა და ხეზე კვეთის ხელოვნების საფუძვლებს. სახელოსნოში წარმოდგენილი უმეტესი ნამუშევრების ავტორი ანატოლი რუდიუკი გახლავთ. მამაკაცმა თავისი ეს ტალანტი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინა, თუმცა უკვე მოასწრო ფერწერის რამდენიმე ტექნიკის ათვისება.
ანატოლი ჩვენს ცენტრში ცხოვრებისეული გასაჭირის გამო მოხვდა. აქ მამაკაცს მხარი დაუჭირეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ იგი ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.
იმდენად, რამდენადაც მისი პიროვნების რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ფუნჯმა და ტილომ შეასრულა - ანატოლიმ გადაწყვიტა ხელოვნების სიყვარული ფონდის სხვა მომსვლელებისთვისაც გაეზიარებინა. ანატოლი რუდიუკმა მოაწყო კურსები, რომლის დამსწრეებსაც შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიო მხატვრობის ისტორიას, ისწავლონ ხელოვნების გაგება, ნახატების ხატვა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ხეზე კვეთა და რბილი მასალებიდან პატარა ქანდაკებების გაკეთება.