საქველმოქმედო კულტურულ-პატრიოტული აქცია „დაეხმარე დაჭრილს!“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო კულტურულ-პატრიოტული აქცია „დაეხმარე დაჭრილს!“ image

საქველმოქმედო კულტურულ-პატრიოტული აქცია „დაეხმარე დაჭრილს!“

წლის წინ
ფონდის სიახლეები უკრაინაში

მშვიდობისათვის დედამიწაზე, მათთვის, ვინც იბრძვის მშვიდობისა და სიწყნარისათვის უკრაინის მიწაზე, 2014 წლის 8 ნოემბერს ცენტრალურ ოფიცერთა სახლში (გრუშევსკის 30/1) 18:00 გაიმართება საქველმოქმედო კულტურულ-პატრიოტული აქცია „დაეხმარე დაჭრილს!“

ცენტრალური ოფიცერთა სახლის ფოიეში განთავსდება მრავალშვილიან და ნაკლებადუზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვების, ასევე ობოლი ბავშვებისა და ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. ყველა წარმოდგენილი ნამუშევრის არამარტო დათვალიერება, არამედ შეძენაც იქნება შესაძლებელი. ყველა შემოსული ფულადი საშუალება წავა ატოს ზონაში დაჭრილი მებრძოლების სამკურნალოდ.

მებრძოლთა მხარდაჭერისა და დაჭრილთა დახმარების სურვილი საუკეთესო ფოლკლორულმა კოლექტივებმა, საქართველოსა და უკრაინის საესტრადო მომღერლებმაც გამოთქვეს. კონცერტის პროგრამაში არიან: კიევის უკრაინილი ფოლკლორის აკადემიური თეატრი „ბერეგინია“, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“, უკრაინის სახალხო არტისტი ვოლოდიმირ ტალაშკო, უკრაინის სახალხო არტისტი ირინა ბილიკი და სხვები.

ეს ფონდის დაზარალებულთა დახმარების პირველი სოციალური ინიციატივა არაა. ამ წლის განმავლობაში უკვე გადაცემულია ანტიბიოტიკები დნეპროპეტროვსკის მეჩნიკოვის სახელობის საავადმყოფოსათვის, რომელთა საერთო ღირებულება 200 000 გრივნს აღემატება, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს გაეწია დახმარება 10 მილიონი გრივნის ოდენობით, 100-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვმა ატოს ზონიდან საქართველოში დაისვენა.

საქველმოქმედო აქციაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: საქართველოს ელჩი უკრაინაში ბატონი მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშჩუკი, ასევე სორტისა და კულტურის ცნობილი სახეები: ოლეგ პინჩუკი, დიმიტრი ოსკინი, ვლადა ლიტოვჩენკო.

შემოუერთდით კეთილ საქმეს - მობრძანდით კონცერტზე და გააკეთეთ შემოწირულობები. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილთათვის მედიკამენტების შესაძენად.

რეკომენდებული პროექტები: