სამედიცინო პრეპარატების მორიგი პარტია დაჭრილი მეომრების გადასარჩენად - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამედიცინო პრეპარატების მორიგი პარტია დაჭრილი მეომრების გადასარჩენად image

სამედიცინო პრეპარატების მორიგი პარტია დაჭრილი მეომრების გადასარჩენად

წლის წინ
ფონდის სიახლეები უკრაინაში

ათობით ოპერაცია, სიკვდილთან მებრძოლი ასობით მძიმედ დაჭრილი სამშობლოს ახალგაზრდა დამცველი, ქმრებისა და შვილების გადარჩენის მოლოდინში საავადმყოფოს ფანჯრებთან შეკრებილი ასობით თვალცრემლიანი მანდილოსანი. ასეთია მეჩნიკოვის სახელობის დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ყოველდღიური რეალობა.

ჩვენი ფონდი განაგრძობს დაჭრილი უკრაინელი მეომრებისათვის აუცილებელი მედიკამენტური დახმარების აღმოჩენას. ქველმოქმედებისა და მეგობარი საიტების დახმარებით: „უკრაინის ქველმოქმედთა ბირჟა“, „იყიდე ფასდაკლება“; მოხერხდა 120 000 გრივნის საერთო ღირებულების სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების „ოკტაპლექსისა“ და „ტახოკომბის“ საავადმყოფოსათვის გადაცემა. ეს უნიკალური საშუალებებია სისხლდენის სწრაფი შეჩერებისა და შინაგანი ორგანოების ქსოვილების აღდგენისათვის.

დაჭრილი ბიჭების გვერდით მუდამ იმყოფებიან მოხალისები და საავადმყოფოს პერსონალი. სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, მძიმედ დაჭრილი მებრძოლები რეანიმაციაში თითქმის ყოველდღიურად მოყავთ. ექიმები უკვე რამოდენიმე დღის განმავლობაში ავადმყოფთა მკურნალობას აუცილებელი პროპარატების გარეშე აწარმოებდნენ, ამიტომ დახმარებით ჩასულ სოციალური პარტნიორობის პრეზიდენტს უზომო სიხარულით შეხვდნენ და უღრმესი მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წამლების შესაძენი თანხის შეგროვებაში დაგვეხმარა!

 „სოციალურმა პარტნიორობამ“, ქველმოვმედებისა და პარტნიორების დახმარებით, მეჩნიკოვის სახელობის დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს დაჭრილი მებრძოლების სამკურნალოდ ჯამში უკვე 400 000 გრივნის ღირებულების ისეთი პრეპარატები გადასცა, როგორიცაა: „ოქტაპლექსი“, „ტახოკომბი“, „ფრაქსიმოპარინი“ და „კლექსანი“.

ანგარიშების ხილვა.

"ატოს დაჭრილი მეომრებისათვის მედიკამენტების შეძენის“ პროექტის მხარდაჭერა.

უღრმესი მადლობა თქვენ, ძვირფასო ქველმოქმედებო, რომ არ რჩებით გულგრილი და ეხმარებით ჩვენი სამშობლოს დამცველებს!


რეკომენდებული პროექტები: