„სოციალური პარტნიორობა“ უკრაინაში „მიუსაფართა შველის სამსახურს“ აარსებს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სოციალური პარტნიორობა“ უკრაინაში „მიუსაფართა შველის სამსახურს“ აარსებს image

„სოციალური პარტნიორობა“ უკრაინაში „მიუსაფართა შველის სამსახურს“ აარსებს

წლის წინ
ფონდის სიახლეები უკრაინაში

6 თებერვლიდან სრულიად უკრაინის საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო „მიუსაფართა შველის სამსახურმა“, რომელიც მიზნად ისახავს ყველა გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებას - საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას! პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, დაპურება, მიუსაფრის ტრანსპორტირება იქ, სადაც მას აუცილებლად დაეხმარებიან. სამედიცინო შემოწმების, შხაპის, საპარიკმახეროსა და სასადილოს შემდეგ მიუსაფარ ადამიანს სახეზე ღიმილი უჩნდება და ებადება სიცოცხლისა და საკუთარი ბედის შეცვლის სურვილი.

კიევში მიუსაფართათვის დახმარების აღმოჩენის უამრავი პუნქტი არსებობს, მაგრამ მათი მიგნება ყველა გასაჭირში მყოფ ადამიანს არ ძალუძს. „მიუსაფართა შველის სამსახური“ შეიქმნა მსგავსი ტიპის პუნქტებში არსებული ყველა სერვისის ერთ ადგილას თავმოყრის მიზნით, რათა საჭირო დახმარების მიღება უფრო ადვილი და მისაწვდომი გახდეს. პროექტის შექმნის პროცესში ფონდის თანამშრომლებმა შეისწავლეს უამრავი მსგავსი უცხოური პროექტი და ყველა დადებით მხარეს ერთ სამსახურში მოუყარეს თვი. მოცემულ პროგრამას უკრაინაში ანალოგი არ გააჩნია.

ჩაინიშნეთ „მიუსაფართა შველის სამსახურის“ ნიმერი ტელეფონში და თქვენ ყოველთვის შეძლებთ ადამიანის გადასარჩენად ოპერატიული ზომების მიღებას, იქნებით სოციალურად აქტიური. +38 (067) 911-7-911, გსურთ დახმარება? უბრალოდ ნუ იქნებით გულგრილი!

რეკომენდებული პროექტები: