დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ხუთი წლის ნიკოლოზს სარკომააქვს! დიდია უფალი, რადგან უფლებაგვიბოძა, სრულად და სამუდამოდგანგვკურნოთ კიდევ ერთი ქართველიბავშვი! ამ ღვთის მოსაწონი საქმითმთელი ცხოვრება ვიხაროთ! ამჟამად,გორელი ბიჭი განწირულად იბრძვისსიცოცხლისთვის თბილისის ერთ-ერთკლინიკაში. ხომ გესმით, მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელების 100%-იანიგარანტია რომ გვქონდეს, ნიკოლოზისასწრაფოდ თურქეთში არისგადასაყვანი! უნდა იცოცხლო, ნიკოლოზ! დღეს,შენ მთელ საქართველოს უყვარხარ!

SOS! SOS! SOS! ხუთი წლის ნიკოლოზს სარკომააქვს! დიდია უფალი, რადგან უფლებაგვიბოძა, სრულად და სამუდამოდგანგვკურნოთ კიდევ ერთი ქართველიბავშვი! ამ ღვთის მოსაწონი საქმითმთელი ცხოვრება ვიხაროთ! ამჟამად,გორელი ბიჭი განწირულად იბრძვისსიცოცხლისთვის თბილისის ერთ-ერთკლინიკაში. ხომ გესმით, მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელების 100%-იანიგარანტია რომ გვქონდეს, ნიკოლოზისასწრაფოდ თურქეთში არისგადასაყვანი! უნდა იცოცხლო, ნიკოლოზ! დღეს,შენ მთელ საქართველოს უყვარხარ!

შემოწირულია

$1969.54

დონორი

64

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

მარტოხელა დედა მისი შვილის, ხუთი წლის დავითის სიცოცხლის გადარჩენას გვევედრება. ბავშვს უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა. ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი. ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანები 35-40 წელიწადში ერთხელ იბადებიან და სამწუხაროდ, ეს ჩვენი პატარა ქართველი ანგელოზი აღმოჩნდა…

დავითს აქვს ფიზიკური განვითარების შეფერხება, ეპილეფსიური შეტევები, კრუნჩხვები ემართება, გარდა ამისა, აქვს მაღალი სიცხე, გონებას კარგავსდავითმა ფონდის კორესპოდენტს უამბო, როგორ იტანჯება, მაგრამ სთხოვა: „დედიკოს არ უთხრა, თორემ ტირილს დაიწყებს“. არა! ასეთი ღვთისნიერი ბავშვის კეთილმა გულმა არ უნდა შეწყვიტოს ფეთქვაახლა ის დროა, როდესაც ამ პატარა ანგელოზის გადასარჩენად, მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. სიცოცხლის წამზომი ჩართულია

შემოწირულია

$13422.49

დონორი

825

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

პატარა ალექსანდრეს უიშვიათესი, სასიკვდილო დაავადება აქვს – ზურგის ტვინის კუნთოვანი ატროფია. ბავშვის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია! დაეხმარეთ, მეგობრებო! ქართველი ბიჭუნას გადასარჩენად, აუცილებელია, ჟანგბადის აპარატის შეძენა. ის იმდენად სუსტია, რომ სუნთქვა უჭირს. დამოუკიდებლად ამოხველებაც კი არ შეუძლია.

დედ-მამა ერთად უვლიან მძიმედ დაავადებულ ვაჟსა და ერთი წლის ქალიშვილს, ამიტომაც მუშაობა არ შეუძლიათ. სოციალური დახმარება კი კატასტროფულად მწირია და არ ჰყოფნით მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ახლა მშობლებს მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ მათი შვილის ისტორია შეძრავს თქვენს გულებს. მივმართავთ ყველა გულისხმიერ ადამიანს და გთხოვთ, გადარჩენაში დაეხმაროთ პატარა ალექსანდრეს! ღმერთმა დაგლოცოთ!

შემოწირულია

$10640.03

დონორი

710

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

 „შვიდი წლის მათე თხუთმეტ წლამდე იცოცხლებს“ – აი, ეს საშინელი სიტყვები უთხრეს მედიკოსებმა საბრალო დედას, ბავშვის დიაგნოზის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ, დედას წინასწარ აცნობებენ, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა მის შვილს. ამის გააზრებამაც კი, შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.

მათეს თვალები ამბობენ, რომ ბავშვს სიცოცხლე უნდა. ბავშვის ვერაგი დაავადება კი „ამბობს“, რომ მისი სიცოცხლე თხუთმეტი წლის ასაკში შეწყდება. აი, ასე მუხლებით და ხელებით დახოხავს საბრალო ბავშვი. ხოხვისგან გადატყავებული აქვს მუხლები. ბავშვს ერთი დღეც არ გამოუცდია შეგრძნება, როდესაც სიარული შეგიძლია. ბიჭუნა მხოლოდ წლინახევრის იყო, როდესაც ძვლების დაშლა დაეწყო და იმ დღიდან მოყოლებული, სატანჯველია ბავშვის ყოველი დღე. მათეს საბავშვო ბაღში არ უვლია და  სკოლაშიც ვერ ატარებს დედა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეტლი ვერ უყიდა. წარმოგიდგენიათ? ეტლის არ ქონის გამო, ბავშვი ოთხ კედელს შუა არის გამომწყვდეული. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა? ღვთისნიერო ადამიანებო, ბავშვს იმედს ნუ გავუცრუებთ. მის საბრალო დედას კი, მათეს სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების ყიდვასა და ასევე, ხელვაჩაურიდან, ბავშვის თბილისის კლინიკაში გადმოყვანაში დავეხმაროთ. ჯამში, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ჩვენ, მთელი საქართველო თუ გავერთიანდებით, შვიდი წლის მათეს სიცოცხლეს გადავარჩენთ. სამწუხარო კი ისაა, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვერაგი სიკვდილის დამარცხება უნდა მოვასწროთ!

შემოწირულია

$2804.83

დონორი

220

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

სამი წლის ლუკა სიკვდილს მიჰყავს. ბავშვს მეოთხე სტადიის სიმსივნედაუდგინდა – ავთვისებიანინეირობლასტომა. ვერაგი დაავადებაცოცხლად ჭამს ჩვენს ქართველბიჭუნას. საბრალო ბავშვისიცოცხლისთვის უკანასკნელიძალებით იბრძვის.

ლუკას მე-4 სტადიის კიბო აქვს. რა საშინელი უბედურებაა! მაგრამ ბავშვი მხოლოდ 3 წლისაა და უფალმა მოგვცა შესაძლებლობა, მას სიცოცხლე დავუბრუნოთ,  რომელიც ისეთი მშვენიერია! თუ არ დავეხმარებით, ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს! დიაგნოზი: ავთვისებიანი ნეირობლასტომა, მე-4 სტადია. სასწრაფოდ საჭიროა იმუნოთერაპია!!! ლუკა უკვე თურქეთშია. დრო იწურება!

შემოწირულია

$67018.32

დონორი

3555

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

საშინელება!!! საშინელება!!! საშინელება!!! ავადმყოფობა, სიღატაკე, დანგრეული სახლი, ყველაზე ელემენტარული ნივთების არქონა… წარმოიდგინეთ, ამ ნაგებობაში, ტელევიზორიც კი არასდროს ჰქონიათ! ფონდის მთელი გუნდი, დიდხანს ვფიქრობდით ამ სტატიის სათაურზე, რათა თქვენთვის, მეგობრებო, გადმოგვეცა ის ყველაფერი, რაც თავად განვიცადეთ, როდესაც ამ კეთილი ქართული ოჯახის გასაჭირის შესახებ გავიგეთ, ღვთიური მადლითა და თანაგრძნობით რომ აივსოს თქვენი გულები. ამ ოჯახს სასწრაფოდ თუ არ დავეხმარებით, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა!

ამ ოჯახში ერთადერთი ბავშვი, მათი ვაჟი, 16 წლის თორნიკე არის. 13 წლის ასაკში, მან მშობლებისგან მალულად საშიში ონლაინ თამაშის თამაში დაიწყო, რის შედეგადაც, სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. ბიჭის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ დაუყოვნებლივ დაიწყება მისი მკურნალობა და სკოლაში დაბრუნდება, სადაც ის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ყოველთვის ძალიან უყვართ მასწავლებლებს. მაგრამ, თუ ეს ახლავე არ გაკეთდება, მაშინ ფსიქიატრიული საავადმყოფო ციხის საკნებითა და ისეთივე საცხოვრებელი პირობებით, სამუდამოდ მის სახლად იქცევა. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო, ამ ტრაგიკულ ისტორიას გაეცანით!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ სხვის გასაჭირი, ის თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ: ხშირად გაიხსენეთ სხვის გასაჭირი და შეჭირვებულები მოინახულეთ. ზუსტად ასეთ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!

შემოწირულია

$8442.67

დონორი

658

დიახ! მსურს დახმარება!
1 2 3 46