დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

მარტოხელა მოხუცები

ბედნიერებისა და მადლიერებისგან მერი ბებო გიმღერით “ყვავილების ქვეყანა”-ს! დაიმუხტეთ პანტასტიური პოზიტივით!

შეხედეთ ერთი როგორ ხვდება მერი ბებო ფონდის თანამშრომლებს! აი უკვე ეზოში ისმის მისი სიმღერა! და ეს იმიტომ, რომ ის ახლა ბევრ უბედურებას დააღწევს თავს! მისი სული მღერის, ზეიმობს და ბედნიერებისგან ნეტარებს! დილიდან მერი ბებოს მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ჩვენ ძველი კარი ახალი მეტალოპლასტმასის კარით შევცვალეთ, ეზოში გავიტანეთ დამტვრეული ტახტი და სკამები და დედოფალივით დავაწვინეთ ბებო რბილ საწოლზე, ის გამხნევდა! ასეთ მნიშვნელოვან დღეს მოშორდეს ყველანაირი ავადმყოფობა! ყოველ საჩუქარს მერი ბებოს სიმღერა, სადღეგრძელო და ლექსი მოჰყვება! მან ასე გადაგიხადათ თავისი უდიდესი მადლობა ავეჯის, ტელევიზორის, მაცივრის, ელექტროჩაიდნის, წვენსაწურის, სურსათისა და წამლებისთვის! დაიმუხტეთ ამ ფანტასტიური პოზიტივით მერი ბებოსგან! მადლობა უფალს იმისთვის, რომ ამ სახლში მოგვიყვანა და საშუალება მოგვცა დავხმარებოდით კეთილ ბებოს და საკუთარი სულები, ფიალებივით, წრფელი სიხარულით აგვევსო! იყავით დალოცვილები, დღეს საოცარი ნათელი დღეა! მერი ბებოს კიდევ ბიოტუალეტი, წამლები, ახალი ხელჯოხი და წნევის საზომი აპარატი ესაჭიროება. შეიძლება ბმულზე გადასვლა და დახმარების ახლავე გაწევა!

შემოწირულია

$5632.32

დონორი

394

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მარტოხელა მოხუცები

90 წლის ბუცა ბებომ სიკვდილის წინ თავისი უკანასკნელი სურვილი გაანდო ფონდის კორესპონდენტს: „ხორცის წვნიანი მინდა ვჭამო, შვილო!“ ეჰ… მისი „მზე“ ნელ-ნელა ჩადის… ვაპატიებთ კი საკუთარ თავს, 90 წლის ბებო იმქვეყნად ისე წავიდეს, რომ უკანასკნელი სურვილი არ აუსრულდეს? ჩვენც ხომ დავბერდებით…

გაიცანით, მეგობრებო! თქვენ წინაშეა ძალიან, ძალიან გულკეთილი და ჯერაც ამაყი ქართველი ქალი, 90 წლის ბუცა ბებო! ისეთი სათნო და ტკბილი! თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ადამიანზე ზრუნავდა საქართველოში: რამდენი სიკეთე, რამდენი სულიერი სითბო აქვს გაცემული!.. სანაცვლოდ კი არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია!.. ახლა კი მზის ჩასვლას დარდობს, რადგან არ იცის, ხვალ ის მისთვის კვლავაც ამოვა თუ არა. ეს მისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მისი ოცნებაა, ხორცის წვნიანი მიირთვასწუხელ ესიზმრა კიდეც!

ბუცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიბადა. გაჭირვების მიუხედავად, გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა. 1935 წელიის პერიოდია, როდესაც ადამიანებს არც ტელეფონები, არც პლანშეტები, არც ძვირადღირებული სამოსი ჰქონდათ. სახლში სანთლის შუქზე წიგნებს კითხულობდნენ, ქსოვდნენ, საღამოს კი მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. დიდი გაჭირვების მიუხედავად, სიყვარული, სითბო და სიკეთე სუფევდა ხალხში. აი, ასეთ სიყვარულში გაიზარდა ბუცა

ახალგაზრდა გოგონა ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. იცით, თავის სიბერე როგორ წარმოედგინა? ღუმელთან დაჯდებოდა, კალთაში ჩაისვამდა ბავშვებს, მოეფერებოდა ქუჩაში სირბილისგან გაწეწილ თმაზე და სულ უფრო და უფრო ჩუმად, ტკბილ ქართულ ზღაპრებს უამბობდა შვილიშვილებს და შვილთაშვილებსთვალებს რომ დახუჭავდნენ, საწოლში გადაიყვანდა, საბანს დააფარებდა თბილად, შუბლზე აკოცებდაყველა შვილიშვილს სათითაოდ დააძინებდა ასე!

თითქმის ერთი საუკუნეა, ბუცა ბებო  ამქვეყნად ცხოვრობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მიაღწია 90 წლის ასაკს, რომ მისი ოცნება ვერ ახდა. მას არც შვილები ჰყავს, არც შვილიშვილები

შემოწირულია

$3321.99

დონორი

277

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მარტოხელა მოხუცები

ცოცხლად დამარხული! ჰოლივუდის საშინელებათა ფილმის სცენარი!

2017 წელს 64 წლის თინიკოს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის კი საბრალო ქალს ფული არ დაუტოვეს! სამაგიეროდ, სამშენებლო მასალა მისცეს, თავისი სახლის ნანგრევების ქვეშ ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. სახლის, რომელიც ისეთ საშინელ მდგომარეობაში არის, როგორიც ჩვენი მუშაობის პერიოდში არასდროს გვინახავს! გარდა ამისა, თვეში 50 ლარს აძლევენ საარსებოდ! საკუთარი თვალით შეხედეთ ამ ჩამოშლილ ქოხს, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ბებია, რომელსაც ამ სახლის რემონტის დასრულება დააწვა მხრებზე! რა მზრუნველობაა! ღმერთო, ღმერთო, მკაცრად ნუ განსჯი მათ, ვისაც შენი არ სწამს! კეთილო ადამიანებო, ბოლომდე წაიკითხეთ პოსტი და ეს ტრაგედია გულით შეიგრძენით!

შემოწირულია

$1874.57

დონორი

110

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.

შემოწირულია

$4491.21

დონორი

376

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მარტოხელა მოხუცები

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით. ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.

შემოწირულია

$2776.41

დონორი

155

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

უსაზღვრო და უსასრულო უბედურება! მეგობრებო, კიდევ ერთ უსაზღვროდ უბედურ ქალს საქართველოში, ჩვენ გარდა, არავინ დაეხმარება!

ჩვენი ფონდის მიზანია, ფონდის მეგობრების სულები უფალს გავუხსნათ! უფალი უფრო და უფრო მეტი უბედურების ჩვენებას უშვებს! მადლობა უფალო, რადგან ყოველი ისტორიიდან ისტორიამდე ჩვენ ისეთები ვხდებით, როგორების დანახვაც შენ გინდოდა, როდესაც ადამიანი შექმენი! გაიცანით, ეს მაიაა! ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და იმ კეთილი ხალხის სახლში, რომლებმაც ის გარკვეული დროით შეიფარეს! მაია 58 წლისაა! ის მარტოსულია და უსაზღვროდ, უსაზღვროდ უბედური! სიბერეში კი მოულოდნელად, ფაქტობრივად, უსახლკარო ძაღლის მდგომარეობაში აღმოჩნდა! მაია: 2023 წლის ნოემბერში საერთო საცხოვრებელში, სადაც ვცხოვრობდი, ჩემი ოთახი დაიწვა, — ამბობს მაია – თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემს ასაკში უსახლკარო ძაღლის მდგომარეობაში ყოფნა! ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხომ მთლიანად დანგრეულ, ყოფილი პოლიციის შენობაში შემასახლა! ბედმა მას ბავშვობიდანვე აქცია ზურგი, როცა მშობლებმა მიატოვეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს. პატარა მაია ფანჯარასთან იჯდა და ელოდა, როდის მოვიდოდა დედა… როდის გაახსენდებოდათ ის.

შემოწირულია

$2009.92

დონორი

159

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 2 3 19