პროექტის რეპორტი გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ! მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა... ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ! მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა... ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება!

page info icon
2022 ნოემბერი 8
page info icon
4480
წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა გიორგი და მისი ცხოვრების ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლის ველია. სიკვდილს არ უნდა უკან დახევა, მაგრამ გიორგიც არ ნებდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,063 ₾
( 174 დონორი )
დასრულებულია
სიკვდილმა და ავადმყოფობამ წაგვაქცია, თქვენმა სიკეთემ კი ფეხზე წამოგვაყენა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


ამ პატარა ნატანჯი ბიჭის ღიმილი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა

როდესაც სასწაულები ხდება, ქართველები ასე ვამბობთ: „რაღაც მაინც არსებობსო“. ამ „რაღაცაში“ ზოგი რას გულისხმობს და ზოგი რას... მე მჯერა, რომ ამდენი კეთილი ადამიანი, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სულმა გამოგვიგზავნა. მისმა ლოცვამ გადაგვარჩინა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, არ ვიცოდი, მის გარეშე  როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება... როგორ მერჩინა სამი შვილი? თანაც ჩემს პატარა გიოს ისეთი საშინელი პრობლემები აქვს... შვიდი მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ყოველ ჯერზე, თითქმის ცოცხალ-მკვდარი ბავშვი გამომყავდა საავადმყოფოდან. სწორედ, მასზე ნერვიულობას შეეწირა ჩემი ქმარი!  როდესაც სიკვდილმა და ავადმყოფობამ წაგვაქცია, თქვენმა სიკეთემ ფეხზე წამოგვაყენა! დიახ, დიახ! რაღაც ნამდვილად არსებობს!“

 ხედავთ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო? თქვენ  კიდევ ერთ ოჯახს გაუთბეთ კერა, აჩუქეთ ღიმილი ქვრივ დედას და ლამაზი დღეები გაუთენეთ სამ არაჩვეულებრივ ბავშვს. მადლობა ამისთვის.  მადლობა ყველას  სიკეთისთვის!

„სწორედ ასეთი პლანშეტი მესიზმრებოდა, ამ დროს არ მინდოდა გაღვიძება... ახლა კი, აი, სინამდვილეში მაქვს!

ჩვენ კი ვიცოდით, რომ  ფროდიაშვილების ოჯახის შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჩვენს ფონდში ხომ, სასწაულები ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ ძალიან ძნელია ხოლმე, ცხოვრებისგან გაუბედურებული ოჯახი, ადამიანების სიკეთეში რომ დაარწმუნო.

ბარბარე (9 წლის): ჩვენთან ბევრჯერ მოვიდა დიდი მანქანა და ბე-ე-ე-ვრი საჩუქრები მოგვიტანა. ჩვენ არ გვქონდა ეს ყველაფერი. არაფერი გვქონდა...

 - აბა, მითხარი, ასე რამ გაგახარა, ბარბარე?

ბარბარე: როგორ არ უნდა მიხაროდეს? შეხედე, აი, შეხედე: დედას სარეცხი მანქანა აქვს! ხელით აღარ გარეცხავს. ტელევიზორი გვაქვს, კიდევ მაცივარი გვაქვს, გიოსთვის წამლები გვაქვს, გაზი გვაქვს! გიოს ფაფები გვაქვს. მე კი-ი-ი-ი... (თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა.)

„მეც შემიძლია ჩავრთო და ვუბრძანო: გარეცხე სარეცხი, მეგობარო!“

- შენ? შენ რა გაქვს?

ბარბარე: მე მაჩუქეს ჩემი საოცნებო პლანშეტი! ვერც ვიფიქრებდი, ოდესმე თუ მეღირსებოდა! არა, მართლა არ მჯერა! აი, დედიკო გეტყვით, როგორ ვცეკვავდი სიხარულისგან, ეს პატარა კოლოფი რომ გადმომცეს. თან ვნატრობდი: „ნეტა, ახლა არ ავტირდე სიხარულისგან“.

„ასე მოგესალმებით ყველას ჩემი ლამაზი პლანშეტიდან. აქაც შემიძლია ხატვა, სპეციალური პროგრამების გამოყენებით“

- თამარ,პირველ რიგში გიოს მოვიკითხავ. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე?

თამარი:  გიო უკეთესადაა. შვიდი ოპერაციის შემდეგ, ამჟამად უკვე, გავდივართ რეაბილიტაციის კურსს. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ფონდს იმისათვის, რომ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვა. ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა გადმოგვცა 300-ლარიანი ვაუჩერი გიოს სპეციალური კვებისათვის და 200-ლარიანი ვაუჩერი ჰიგიენური საშუალებებისა და პამპერსებისათვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

 - თამარ, მცირედით მაინც თუ მოვახერხეთ, თქვენი ცხოვრება  უკეთესობისკენ რომ შეგვეცვალა?

თამარი: რას ამბობთ? მცირედით? თქვენ უსაზღვრო სიხარული გვაჩუქეთ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. არასდროს დაგვავიწყდება მე და ჩემს ობოლ შვილებს ეს დღეები... როდესაც მკითხავენ, ყველაზე ბედნიერი დღეების ჩამონათვალს, ეს თარიღები აუცილებლად ყოველთვის გამახსენდება! 

„ამ მაცივარს იმედით შევყურებ.  მგონია, რომ საჭმელიც არ გამოგველევა... ნეტავ, მართლა ასე იყოს!“

- რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად?

თამარი: ყველა საჩუქარი ისეთი სიზუსტით შეგვირჩიეთ... რომ იტყვიან: „ზუსტად ამაზე ვოცნებობდიო, ზუსტად აი, ეს გვჭირდებოდაო.“ ასე გამოვიდა! რა კარგად მუშაობს თქვენი ფონდი: მოდიხართ, გვეცნობით, სულიერი კავშირები წარმოიქმნება ჩვენს შორის, ყველა დეტალს უკვირდებით და ყველაფერს იმახსოვრებთ. უკვე ჩვენი ოჯახის წევრებად მოგიაზრებთ... მადლობა თითოეული ნივთისთვის და ჩემი შვილებისთვის მხარდაჭერისთვის. სარეცხი მანქანისთვის განსაკუთრებული მადლობა - შრომა შემიმსუბუქა. ჩემი პატარა ავადაა და ხომ გესმით, როგორი მოვლა სჭირდება? სარეცხი “ტონობით” მიგროვდებოდა. ცივ წყალში ხელით რეცხვა კი, რთული იყო.

პულტს პატარა “ყაჩაღი” დაეპატრონა და მულტფილმები ჩართო

- ბარბარემ გვითხრა, დეტექტივები უყვარსო...

ბარბარე: მაცივარიც ხომ გაგიხარდა? მთელი ზაფხულის განმავლობაში, იმ პაპანაქებაში ცივ წყალს რომ ნატრობდი. რამდენს მუშაობდი და სულ დაღლილი იყავი. ჩვენ კი, სახლში ცივ წყალსაც ვერ გახვედრებდით.

„მაცივარო, მაცივარო, გაივსე!“

 - თამარ, სტატია თქვენი გასაჭირის შესახებ უამრავმა ადამიანმა ნახა. ვინმემ თუ დაგირეკათ? ვინმე პირადად თუ გესტუმრათ და დაგეხმარათ?

თამარი: დიახ! დაგვირეკა ერთმა კარგმა ახალგაზრდამ. მას მათე ჰქვია. თანამშრომელ გოგონასთან ერთად იყო ჩვენთან მოსული. არ ვიცი სად მუშაობენ, მაგრამ საოცრად ჭკვიანი და კეთილი ახალგაზრდები რომ არიან, ნამდვილად ვიცი! მათ უამრავი პროდუქტი და საჭირო ნივთები მოგვიტანეს. ახალი წელი მოდიოდა. ჩვენ კი, შეშაც არ გვქონდა. ვიყინებოდით. აი, მათი წყალობით, ახალი წელი თბილი და ბარაქიანი დაგვიდგა.  გაზის და ელექტრო ენერგიის დავალიანებაც კი გადაგვიხადეს. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თქვენი სტატიის მეშვეობით. მინდა, ვუთხრა, რომ ყოველთვის მემახსოვრებიან. ყოველთვის ვილოცებ, რომ ეს სიკეთე უფალმა ასმაგად დაუბრუნოს ამ ლამაზ გოგო-ბიჭს.

„შემიძლია, დედას წვნიანის მომზადებაშიც კი დავეხმარო. ახალ გაზქურაზე ეს უფრო სახალისოა“

- თამარ, ყველანი ვეცადეთ, რამენაირად შეგვემსუბუქებინა თქვენი ყოფა, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა. თქვენ კიდევ უამრავი საჭიროებები გაქვთ, რომლის მოგვარებაში დახმარება, ისევ ჩვენს ერთგულ მეგობრებს და მკითხველს უნდა ვთხოვოთ. რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

თამარი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი გიოს ჯანმრთელობაა. ამ ეტაპზე მას სჭირდება გამოკვლევები, უროლოგის, ნევროპათოლოგის და ქირურგის. ხელოვნური ნაწლავი, რომელიც ჩაუდგეს, მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამისა, მეხუთე ოპერაციის შემდეგ მას ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები, ამდენი ნარკოზი ასეთ მცირე ასაკში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამანგრეველია ორგანიზმისთვის? განვითარებაშიც შეინიშნება ჩამორჩენა. გიოს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო გამოკვლევები. ეს ყველაფერი არ ფინანსდება, როგორ უნდა მოვახერხო ამხელა თანხების შეგროვება? ექიმთან ვიზიტიც კი, კოლოსალური თანხა ღირს - ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირია!

  ბარბარე: მე სასკოლო ნივთები მინდა, ჩანთაც დამეხა და ფეხსაცმელიც... შეგიძლიათ, ახალი სასწავლო წლისთვის მაინც რომ მაჩუქოთ ახალი რვეულები და კალმები? გპირდებით სულ „ათიანებზე“ ვისწავლი. მეხუთე კლასიდან ნიშნებს დაგვიწერენ და ნახავთ, ერთდროულად სამ „ათიანს“ მივიღებ ხოლმე, ხან ოთხსაც...

ბარბარეს ხმა დიდხანს ჩამესმოდა ყურში.  წკრიალა ხმა გოგონასი, რომელიც სასკოლო ნივთებზე ოცნებობს. ამ ნივთების ყიდვის საშუალება კი, დედას არ აქვს. მას ჯერ პატარა ავადმყოფი გიო ჰყავს მისახედი. დედას ექიმებთან ვიზიტის ფულიც კი არ აქვს. ღმერთო, რა ძნელია სიღარიბე და ავადმყოფობა ერთად... ისევ თქვენ მოგმართავთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს, გავერთიანდეთ! დავეხმაროთ პატარა გიოს და ავუხდინოთ ოცნებები მის ოჯახს!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!


ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ფროდიაშვილების ოჯახი)


 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:  0901200270 ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: