პროექტის რეპორტი დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

page info icon
2022 ნოემბერი 15
page info icon
10939
ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“ მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
14,831 ₾
( 851 დონორი )
დასრულებულია

დედის გარდაცვალების მერე, ეს უმძიმესი წელი იყო ჩემი ობლებისთვის, თქვენ კი დედობრივი სითბო აჩუქეთ მათ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჩვენი საოცარი ბავშვები - ელენე და მარი - ჩვენი მზრუნველი და მოსიყვარულე მკითხველების ფრთის ქვეშ, თბილად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

 „ბრაუნის მოგიმზადებთ, - ამბობს მარი. - ხომ გინდათ? რა თქმა უნდა, გინდათ! ხუთი წუთი ბაბუასთან ეჭორავეთ. ნახეთ: ვიღებ „ჩოკო პაის“ რამდენიმე ორცხობილას, მიკროტალღურ ღუმელში ვდებ და ცოტა ხანს ველოდები. სამჯერ უფრო დიდი გახდება, ზეფირი წელვადი ხდება, შოკოლადი კი - ცხელი. უგემრიელესია. ცივ ყავას დააყოლებთ, ბლენდერით შემიძლია ახლავე მოგიმზადოთ.“

 „ვახ-ვახ! მაშინ, ერთი ცივი ყავა მეც მინდა, - ამბობს ბაბუა ვიქტორი. - რამდენი საჭირო ტექნიკა და ნივთი გვაჩუქეთ სახლისთვის, ჩემი გოგონებიც ახლა მუდამ საქმეში არიან. ყველაფერს მოუნახავენ გამოყენებას: მიქსერს, ბლენდერს, ტოსტერს, მიკროტალღურ ღუმელსაც და მაცივარსაც. ძველი ნივთები გადავყარე და კარგ ნივთებს ვიყენებთ. გვიხარია, რომ გვაქვს ახალი საწოლები, ტელევიზორი, ავეჯი, ჭურჭელი... ძალიან მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში, ჩვენს გვერდით იყავით, გვეხმარებოდით მე და ჩემს შვილიშვილებს იმაში, რომ გონს მოვსულიყავით ჩემი შვილის გარდაცვალების მერე.“

 „ძალიან გვიხარია, კარგი ნივთები რომ გვაქვს.“

მარი (13 წლის): ბაბუ, შენ პატარა ჭიქაში დაგისხამ, ყავისგან წნევამ რომ არ აგიწიოს.

მარი ამზადებს თავის საფირმო ცივ ყავას ახალ ბლენდერში

ბაბუა ვიქტორი: ცივს თუ დავლევ, არ ამიწევს. გოგონებმა სოფელში, ფასანაურშიც კი წაიღეს ახალი ბლენდერი. მთელი ზაფხული ცივ ყავას ამზადებდნენ.

მარი: ცუდი იყო? შენ თვითონაც ამბობდი, რომ გემრიელია! თანაც, სულ ითხოვდი!

ბაბუა: ყველაფერი გემრიელია შენი ხელით მომზადებული, სიხარულო!

მარი: ბუტერბროდებს და სენდვიჩებს რომ ვამზადებ ხოლმე ტოსტერში? თქვი რა!

ბაბუა: უგემრიელესია!

ამასობაში ბაბუა პურს ჭრის ტოსტერში მოსამზადებლად

კომუნისტების დროინდელი მაცივარი მხოლოდ ადგილს იკავებდა სახლში. ახალი კი, მუშაობს, ინახავს ყველს, ძეხვსა და კვერცხს... ელენიკო ფიქრობს, ტოსტები რით მოამზადოს

ელენიკო: „მიკროტალღურ ღუმელში ბრაუნის, კექსებს და სხვადასხვა გემრიელობას  ვამზადებთ“

მარი: ხან სამზარეულოში ვსადილობთ, ხან სასტუმრო ოთახში ვსხდებით, ახალ მაგიდასთან. ტელევიზორი უმაგრესია, YouTube-საც აჩვენებს. უზარმაზარი ეკრანით! ადამიანები და ნივთები, თითქმის ისეთი ზომის ჩანს, როგორც სინამდვილეში! ახლა, მე და ელენიკო ჩვენს საყვარელ სერიალს - „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებთ თავიდან.

ბაბუა: ოჰ, ეს სერიალი... (შეწუხებული სახით.)

- სხვათა შორის ბაბუა ვიქტორ, ძალიან ბევრი სასაცილო სერიაც არის, გირჩევთ, თქვენც უყუროთ.

ბაბუა: მე, ჩემი ელენიკო YouTube-ზე კარაოკეს რომ ჩართავს და მღერის, ის უფრო მიყვარს. შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო.

მარი: სანამ დასაძინებლად წავალთ, ყველანი აქ ვსხედვართ ხოლმე, სასტუმრო ოთახში: მე, ელენიკო, ლუკა და ბაბუა. ზოგი ტელევიზორს უყურებს, ზოგი ტელეფონით თამაშობს. კარგია აქ, ახალ დივანზე ჯდომა. მერე კი, მე და ელენე ჩვენს საძინებელში მივდივართ, ლუკა კი - შუშაბანდში. ბაბუას ახალ დივანზე სძინავს, მაგრამ ჩვენ მისი სულაც არ გვშურს. ჩვენც გვაქვს ძალიან მაგარი საწოლები. ისე ტკბილად გვძინავს, რომ დასვენების დღეებში თორმეტ საათამდე ვერ ვდგები ხოლმე, ზამთარში განსაკუთრებით.

ტელევიზორში, ბავშვები თავად ირჩევენ YouTube-ზე, რას უნდა უყურონ: უნდათ კარაოკეს ჩართავენ, უნდათ - საყვარელ სერიალს...

დღისით და საღამოს, დივანი საერთოა, ღამით კი ბაბუას საკუთრებაა

ლუკა (15 წლის): ჩემი საკუთარი ბოქსი მაქვს. ახლა, ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს შუშაბანდში, სითბოც არის და კომფორტიც.

მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმის შემდეგ, მხოლოდ შუშაბანდი კი არა, მთელი ბინა გათბა

ბაბუა: ფანჯრები ძველი რომ იყო, შუშაბანდში საზიზღრად უბერავდა, ზამთრის სეზონი რაც დაიწყო, ორჯერ გამიცივდა ლუკა. ფონდში დავრეკე, ვითხოვე დახმარება. პრობლემაც რამდენიმე დღეში მოგვარდა. ჩემს შვილიშვილსაც სითბოში სძინავს და მთელ სახლშიც ნორმალური ტემპერატურაა. ხედავთ, ჯერ გამათბობელსაც არ ვრთავ. ტყუილად კი არ მოუგონიათ ეს მეტალოპლასტმასი, სითბოს რომ ინარჩუნებს.

მარი: „ისეთი რბილი და მოხერხებულია ახალი საწოლები, ძალიან ტკბილად გვძინავს, დასვენების დღეებში დილის თორმეტ საათამდე ვერ ვდგები ხოლმე

- ბავშვებო, უამრავი საჩუქარი მიიღეთ ფონდის მკითხველებისგან. ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

ლუკა და მარი ტელეფონებს გვაჩვენებენ სიცილით.

ბაბუა: პასუხიც ეს არის. დილიდან საღამომდე ერთი წამითაც არ უშვებენ ხელიდან.

მარი (ისევ იღიმის): დიახაც! სწორს ამბობს ბაბუა. ერთი წუთითაც არ ვუშვებთ ხელიდან. იმიტომ, რომ აქ „ფეისბუქიც“ გვაქვს, „ინსტაგრმიც“, „მესენჯერიც“ და „ტიკ-ტოკიც“... ძალიან საინტერესოა! სხვათა შორის, სწორედ ტელეფონის დახმარებით შევძელით მკითხველების ყველა კომენტარის წაკითხვა ჩვენს პოსტზე.

- ჩვენს მკითხველებს შენ რას ეტყოდი?

მარი: რომ ძალიან გულკეთილი, საყვარელი, თბილი და მზრუნველი ადამიანები არიან. და კიდევ, რომ გული გამითბო ამ საჩუქრებმა. მეც სითბო მაკლდა, ლუკასაც, ელენესაც და ბაბუასაც.

ბაბუა: მადლობა ღმერთს! ამქვეყნად არიან ისეთი ადამიანები, ვინც გვერდში ამოგიდგება, როდესაც ცხოვრება თავზე გენგრევა. ხომ იცით, თითქმის არავინ მყავს. მიწას მივაბარე მეუღლე,  ერთადერთი შვილი და ძმები... ჩემი უდიდესი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, ვინაიდან, ასეთ მძიმე ჟამს გვერდით დაგვიდექით და ჩემს ობლებზე იზრუნეთ. მარტო ვერაფერს შევძლებდი, მე ხომ, იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოვსულიყავი...

- ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?

მარი: გავიცანი კი არა, არიან ისეთი ადამიანები ვისთანაც უკვე ერთი წელია ვმეგობრობ! პირველები გვესტუმრნენ ანა, გიორგი, ბექა. „მადარტ“-ის ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები მოგვიტანეს, უგემრიელესი! მეორედ რომ გვინახულეს, ელენეს მძივების ნაკრები, მე კი ყურსასმენები მაჩუქეს. ძალიან კარგად ვისაუბრეთ, ბევრიც ვიცინეთ, მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა. ახალგაზრდები არიან, ჩვენსავით.

ახალი კომპიუტერი გვაქვს, რომელიც სოფი გოგიაშვილმა გვაჩუქა, BMW-ს ფირმაში მუშაობს, როგორც მახსოვს. ძალიან გაგვიხარდა ისიც, რომ ჩვენი პირადად გაცნობა გადაწყვიტა.

ბაბუა: თინა პაპუკაშვილთან მე თვითონ წავედი გაზქურის წამოსაღებად, ასე შევთანხმდით. ქალბატონი თინას დამსახურებით ახლა, ნორმალური გაზქურა გვაქვს, რომელსაც ოთხივე კამფორი უმუშავებს. ადრე კი, მხოლოდ ერთს ვხმარობდი.

ჩვენი მკითხველის, თინა პაპუკაშვილის ნაჩუქარი გაზქურა. თანადგომისთვის და მზრუნველობისთვის მადლობას ვუხდით!

სამზარეულოს კარადის შიგთავსიც სრულად განახლებულია!

წინა ახალი წლიდან მოყოლებული, იმდენი ტკბილეული და კანფეტი მოგვიტანეს, რომ ბავშვებს ვუმალავ კიდეც. ზომა არ იციან! მათივე ჯანმრთელობისთვის.

ელენე (9 წლის): ბაბუ, რადგან მოაქვთ, უნდა შევჭამოთ კიდეც! დეიდა მარიამი გემრიელი ხაჭაპურებით გაგვიმასპინძლდა. წიგნებიც გვაჩუქა. საყვარელი დეიდა არის.

ბაბუა: გვარიც დავიმახსოვრე: მარიამ კერესელიძე.  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ყველას, ვინც დაგვეხმარა!

მარი: მოიცა, ბაბუ, ეს ყველაფერი არ არის! მეგობრები რომ მოვიდნენ და ეს გოლიათი დათვი რომ მოგვიტანეს? მათაც უდიდეს მადლობას ვუხდით!

სოფი გოგიაშვილმა ნოუთბუქი აჩუქა ბავშვებს, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით!

ბაბუა: ვფიქრობ, თუ დარჩა რამე საყოფაცხოვრებო საკითხი, რომლის მოგვარებაშიც არ დაგვეხმარეთ? პროდუქტი გვჭირდებოდა და ფონდისგან ჩარიცხული თანხით ბევრჯერაც მიყიდია, ასევე მედიკამენტებიც. მე ხომ, ჰიპერტონიკი ვარ, წნევის წამლებს მუდმივად ვიღებ. ბოლოს და ბოლოს შევიძინე ხარისხიანი წნევის საზომი აპარატი, რომელიც არ იტყუება. დენზე მუშაობს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ლუკასთვის ვიყიდე ინჰალაციის აპარატი, გაციებას გართულებები რომ აღარ მოჰყვეს.

წნევის საზომი ახალი აპარატი სწორად აჩვენებს მონაცემებს

მე და ჩემმა შვილიშვილმა მარიმ მასაჟების კურსიც ჩავიტარეთ (მე ოსტეოქონდროზი მაქვს, იმასაც ზურგი სტკივა). რეაბილიტოლოგი კახოვკიდან დადიოდა ჩვენთან სახლში. აი, რამხელა ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ! ბრავო თქვენს ფონდს! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ფონდის დამსახურებით, რესტორანშიც კი ვიყავით მე და ჩემი შვილიშვილი.

ელენე: ო-ო-ო-ოჰ, რა მაგარი იყო! ბაბუასთან ერთად  რესტორან „წისქვილში“ ვიყავით საქეიფოდ. მივირთვით პიცა, მწვადი და ხაჭაპური... ცეკვასაც ვუყურეთ. 

- შენ არ იცეკვე?

ელენე: არა-ა, მე ყურება უფრო მიყვარს.

- ბატონო ვიქტორ, პროექტის მსვლელობის დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა თქვენს მიმრთ ყურადღება?

ბაბუა: კარგი იქნებოდა, მათი სახელები მაინც რომ მცოდნოდა... ერთადერთი მიღწევა არის ის, რომ სოციალური შემწეობა, რომელსაც იღებდა ჩემი შვილი ისევ გვერიცხება. ისიც, მხოლოდ ჩემი სიჯიუტის დამსახურებით აღდგა. ახლა, მე ვიღებ იმიტომ, რომ ამ ბავშვების ერთადერთი მეურვე მე ვარ.

ბაბუა ვიქტორს სამი შვილიშვილი ჰყავს აღსაზრდელი: 15 წლის ლუკა, 13 წლის მარი და 9 წლის ელენე. ჩვენი დახმარება ყოველდღიურად სჭირდებათ. ლუკას ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს,  ფიტნესზე ჩაწერა უნდა. სჭირდებათ ახალი, შესაფერისი ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მარის ზურგის ტკივილი აწუხებს და მასაჟისტის დახმარება სჭირდება. ბაბუა ვიქტორს კი - წამლები. აგრეთვე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტით დახმარება.

ჩვენი საერთო ბავშვები არიან და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე! მოდით, ვაჩუქოთ მათ სითბო, ალერსი, ყურადღება და ის ყველაფერი, რის მიცემაც ვერ მოასწრო დედამ, რომელიც ასე ნაადრევად გარდაიცვალა...

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ვეშაგურების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: