პროექტის რეპორტი ასეთია 83 წლის ლიუნინა ბებოს საშინელი ცხოვრება და არაადამიანური ტანჯვა. სიცივე, შიმშილი, საშინელი ტკივილი, არეულობა. მეგობრებო, კეთილ მოხუც ქალბატონს და მის ერთადერთ მძიმედ დაავადებულ შვილიშვილს ძალიან სჭირდებათ წამლები. ამ საბრალო ოჯახის ისტორია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთია 83 წლის ლიუნინა ბებოს საშინელი ცხოვრება და არაადამიანური ტანჯვა. სიცივე, შიმშილი, საშინელი ტკივილი, არეულობა. მეგობრებო, კეთილ მოხუც ქალბატონს და მის ერთადერთ მძიმედ დაავადებულ შვილიშვილს ძალიან სჭირდებათ წამლები. ამ საბრალო ოჯახის ისტორია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

page info icon
2022 ნოემბერი 17
page info icon
1853
როგორი სიკვდილი ჯობია? სიცივით? ავადმყოფობით? თუ სახურავის ნანგრევების ქვეშ? ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი არჩევანის წინაშე დგომა!„სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა - ეზოში. გვეშინოდა, ჩვენი დანგრეული სახლის სახურავი თავზე არ დაგვმხობოდა. უკვე აცივდა. ახლა, შეუძლებელია ღამით გარეთ დარჩენა... რომელი მოგვკლავს სიცივე, თუ ეს სახლი, მნიშვნელობა აღარ აქვს! ქარის დროს ზანზარებს, უცნაურ ხმებს გამოსცემს. ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ჩვენც ვერ გავუძლებთ - სიცივისგან დავიხოცებით“ - თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს ოთხმოცდასამი წლის მოხუცი ლიუნინა. მერე, დანაოჭებული ხელებით გაჭირვებით ეყრდნობა ხისგან გამოჩორკნილ ჯოხს და წინ მიგვიძღვის - „ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, არც შეშა გვაქვს ზამთრისთვის და არც საკვები. მწარე სიბერე მაქვს, მწარე... თუმცა, ამ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ტკბილი არაფერია... მხოლოდ სიკვდილი!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,163 ₾
( 180 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: